საქართველოში 920,000 აშშ დოლარიანი ტყის დაცვის პროექტი განხორციელდა

საქართველოში 920,000 აშშ დოლარიანი ტყის დაცვის პროექტი განხორციელდა

access_time2023-03-18 10:30:43

პროექტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება  920,000 აშშ დოლარს აღემატებოდა.


პროექტის ფარგლებში, სრულად აღიჭურვა სამი საქმიანი ეზო, ჯიღაურაში ძეგვსა და ქვემო ლისში; გადამზადნენ მეტყევეები; საინფორმაციო კამპანია ჩატარდა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე.


„ქვეყანაში მიმდინარე სატყეო  რეფორმა მიმართულია ტყის სწორი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ  ისე, რომ, ერთი მხრივ, დაკმაყოფილებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, მეორე მხრივ, სატყეო სექტორმა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ტყის რეფორმა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ამბიციური ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს, 2030 წლისთვის, სათბურის აირების ემისიები 35 პროცენტამდე შემცირდეს. მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტყის მდგრადი მართვის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების საქმეში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ პროექტის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე.


ტყის დაცვის პროექტი გასული წლის აპრილიდან  2023 წლის მარტის ბოლომდე ხორციელდებოდა, რომლის  ფარგლებშიც, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყო ხოლო,  ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით, 4 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 3 „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, 1 ტრაქტორი და 3 ელექტროენერგიის გენერატორი, აღიჭურვა. ასევე, მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი, 30 ერთეული სპეციალური ცეცხლგამძლე ჩაფხუტი, 50 ერთეული რადიოგადამცემი (რაცია) და 3 კვადროციკლი გადაეცათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას უწყობს ხელს. 60-მა სოციალურად დაუცველ ოჯახმა  ენერგო ეფექტური ღუმლები, დაახლოებით 43,000-მდე მაცხოვრებელმა კი, ყოველდღიური საჭიროებისთვის, მდგრადი გზით დამზადებული საწვავი, ბიომასა მიიღო. 



„მოხარულები ვართ, რომ იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობა ხელს უწყობს დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას და მწვანე ეკონომიკურ ზრდას”, - აღნიშნა იაპონიის ელჩის მოადგილემ საქართველოში სუძუკი ტოშიუკიმ.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა იაპონელმა ექსპერტებმა ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების პრაქტიკული რეკომენდაციები  შეიმუშავეს. ჩატარდა საინფორმაციო კამპანია „ტყე ჩემი მეგობარია“, რომელის მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის შესახებ. მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.


„მცხეთის მუნიციპალიტეტის მაგალითი ცხადყოფს, რომ ტყის რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას სიკეთე მოაქვს როგორც ადამინებისთვის, ისე ბუნებისა და ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ჩვენი ხელშეწყობით, გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ინიციატივებში”, - თქვა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

 

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა 


თეგები:
ტყე UNDP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up