საქართველოში ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა

საქართველოში ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა

access_time2021-10-11 17:00:08

საქართველოში ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა, თუმცა ეს სრული მოსახლელობის მხოლოდ 27%-ა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და სამიზნე ნიშნულს 2.5-ჯერ ჩამორჩება.

 


ვაქცინაციის პროცესი საქართველოში საკმაოდ გვიან, 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. საწყის ეტაპზე ის მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და 75 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მალევე ასაკობრივმა ცენზმა ჯერ 65 წლამდე, ხოლო შემდეგ 55 წლამდე დაიწია, მაისიდან კი 18 წლამდე.

 


ვაქცინაციის ტემპი მეტ-ნაკლებად სასურველ ნიშნულს აგვისტოში მიუახლოვდა, როდესაც დღიურად 20-25 ათასი ადამიანი იცრებოდა, 10 ოქტომბერს კი ეს მაჩვენებელი 3442-მდე შემცირდა.

 


11 ოქტომბრის მდგომარეობით 1 დოზით 1 მლნ ადამიანია აცრილი - მოსახლეობის 27%, 2 დოზით კი 874 ათასი, მოსახლეობის 23.6%. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ სიკვდილიანობის შესამცირებლად მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრაა აუცილებელი, რაც უფრო მაღალია ეს რიცხვი მით უკეთესი.

 



ყველა იმ ქვეყანაში სადაც ვაქცინაციის პროცესმა წარმატებით ჩაიარა, დღიური სიკვდილიანობა 5-ჯერ, 10-ჯერ და უფრო მეტჯერაც შემცირდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც მინიმუმ 1 დოზით მოსახლეობის 95% და ორივე დოზით 84% აიცრა, კოვიდით დღიურად 1 ან 2 ადამიანი იღუპება. პორტუგალიაში თუ იანვარში კოვიდით დღიურად 290-300 ადამიანი იღუპებოდა, ახლა ვირუსი დღეში 6 ან 7 ადამიანს კლავს. პორტუგალიაში მინიმუმ 1 დოზით მოსახლეობის 88%-ა აცრილი, ორივე დოზით 86%. თუ ესპანეთში ყოველდღიური სიკვდილიანობა 900-ს აღწევდა ახლა 40-მდეა შემცირებული.

 


ოცთვიანმა გამოცდილებამ ისიც აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდრეგულაციებზე უფრო ეფექტიანია. შვედეთი, რომელმაც ლოქდაუნი არ გამოაცხადა, პანდემიის პირველი ტალღის დროს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით სიკვდილიანობით პირველ ათეულში იმყოფებოდა, საქართველო 150-ს მიღმა იდგა. დღეს საქართველო 1 მლნ-დან 2329 გარდაცვლილით მე-14 ადგილზეა, ხოლო შვედეთი 1 მლნ-დან 1460 გარდაცვლილით 51-ეზე. შვედეთში კომენდანტის საათს ვაქცინა ამჯობინეს. ქვეყანაში ამ დროისთვის მინიმუმ 1 დოზით მოსახლეობის 71%-ა აცრილი, ორივე დოზით 66%. სიკვდილიანობის მხრივ საქართველოს იგივე მაჩვენებელი რომ ჰქონდეს რაც შვედეთს აქვს, ახლა ქვეყანას 9269 გარდაცვლილის ნაცვლად 3867-ით ნაკლები 5402 გარდაცვლილი ეყოლებოდა.

 


11 ოქტომბრის მდგომარეობით სულ 1.875 მლნ აცრაა ჩატარებული. 60%-ზე გასასვლელად კიდევ მინიმუმ 2.565 მლნ აცრაა ჩასატარებელი, 70%-ის მისაღწევად კი 3.305 მლნ. 10 ოქტომბრის ტემპით ამ მაჩვენებელზე გასვლას 2.5 წელი დასჭირდება, რაც აზრს მოკლებულია. მეხუთე ტალღა უკვე ახლოსაა, დეკემბრამდე რომ აცრილთა რაოდენობამ მოსახლეობის 60%-ს მიღწიოს, დღიურად 51 300 აცრის ჩატარებაა საჭირო, რაც დღეის მდგომარეობით უკვე არარეალურია.

 


მეზობელი სახელმწიფოებიდან, მდგომარეობა ყველაზე კარგი თურქეთშია, სადაც მინიმუმ 1 დოზით მოსახლეობის 64%-ა აცრილი, ორივე დოზით - 54%. აზერბაიჯანში 48% 1 დოზით, 40% ორივე დოზით. რუსეთში, რომელმაც პირველმა განაცხადა ვაქცინის დამტკიცების შესახებ 1 დოზით მოსახლეობის მხოლოდ 34%-ა აცრილი, ხოლო ორივე დოზით 31%. ოქტომბერში რუსეთში ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა 900-ს გადააჭარბა, რაც წინა ტალღების დროს არ დაფიქსირებულა. მდგომარეობა ყველაზე სავალალო სომხეთშია, სადაც 1 დოზით მოსახლეობის 9%-ა აცრილი, ორივე დოზით - 5%.

 


რაც შეეხება მსოფლიოს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით სულ 6.5 მლრდ აცრაა ჩატარებული. მინიმუმ 1 დოზით პლანეტის მოსახლეობის 47% - 3.7 მლრდ ადამიანი, ხოლო ორივე დოზით 35% - 2.8 მლრდ ადამიანი აცრილი.  






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up