„საქართველოში ამ ინდუსტრიის არ შექმნა არის დანაშაული, რადგან მედეას ერი ვართ“ -  თამაზ მჭედლიძე

„საქართველოში ამ ინდუსტრიის არ შექმნა არის დანაშაული, რადგან მედეას ერი ვართ“ - თამაზ მჭედლიძე

access_time2022-12-05 21:51:22

„ქართველები ვართ  გენეტიკურად მკურნალი ერი, სოფელს ვერ ნახავთ სადაც მკურნალი არ  იყოს და  თავის  სამკურნალო რეცეპტები არ ჰქონდეს“ -  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“  ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მედეადან მოყოლებული საქართველო მკურნალი ერია, სწორედ ამის განვითარებისთვის თამაზ მჭედლიძემ გადაწყვიტა, რომ დედაქალაქთან ახლოს მაგრამ მთებში შეექმნა ველნეს კურორტი.


„სიმაღლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნებიდან ჩვენ რასაც ყველაზე ხშირად ვიღებთ არის ჰაერი, ისტორიულად  დღეგრძელი ხალხი მთებში ცხოვრობდნენ, 1000-დან 15000 მეტრზე სიმაღლეზე ჰაერის სტრუქტურა გაჯანსაღებისთვის ყველაზე კომფორტულია, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მთავარი არის ჰაერის იონიზაცია, ჰაერის იონიზაცია არის ის ჰაერი, რომელიც წვიმის შემდეგაა. მთებში ეს როგორც ნორმაა და ჰაერის  იონიზაცია გვაძლევს ორგანიზმის ნორმალურად და მაქსიმალურად ფუნქციონირების საშუალებას.

 

ამიტომ გადავწყვიტე აქ ბიოლის გაშენება,  2005 წლიდან მოვდევ ამ ადგილს, მთელი თბილისი ფეხით მაქვს შემოვლილი, ნელ-ნელა შევისყიდე მიწის ნაკვეთები და მერე მივმართე სახელმწიფოს, კურორტს მარტო მინდვრებში ვერ გავაკეთებდი, ტყეც მჭირდება და დავიწყე, ვერ ვიტყვი , რომ თავიდან ბოლომდე გაკეთებული მაქვს, მაგრამ  სტრუქტურა შექმნილია“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.

 

თამაზ მჭედლიძემ განმარტა, რომ ადამიანებს  სხვადასხვა ასაკში ჯანმრთელობის სხვადასხვა რესურსი აქვს. მისი განმარტებით, ადამიანის ჯანმრთელობის რესურსი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

 


„გენეტიკურად ადამიანებს ჩვენი განწყობა გვაქვს,  მეორე  რა სიტუაციაში ვცხოვრობთ, მესამე არის შეძენილი ავადმყოფობები და ფაქტორები,  მეოთხე  ჩვენი ცხოვრების სტილი და წესები. ეს ჯგუფი ფაქტორებისა მოქმედებს ჩვენ  ორგანიზმზე, ჩვენი ამოცანაა ამ რესურსების  გამოვლენა და ამ რესურსების  სწორად მართვა. ეს არის სამედიცინო ველნესი, სამედიცინო ველნესი არის  ინტერნაციონალური.

 

სამედიცინო ველნესი  ექსკლუზიური ვერ  იქნება,  ჩვენ ხო ბუნების ნაწილი ვართ, ჩვენ ხომ ბუნებაში ვარსებობთ და ამ ბუნებასთან რამდენად ვიქნებით შერწყმული უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის რესურსების მართვისთვის,  აქ მოდის  ჩვენი წინაპრების მკურნალობა და აქ მოდის ჩვენი მკურნალი ბუნება, საქართველოში კლიმატური ზონები არის იმდენადვე რამდენიც  მთელ დიდ ევროპაში, საქართველო უნდა იყოს ელიტარული და ბუტიკური ქვეყანა, ჰოდა ყველაფერი აქვთ და ვისთვისაც ჯანმრთელობა  არის მნიშვნელოვანი  ხარჯავენ დიდ თანხებს იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.

 

თამაზ მჭედლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ამ ინდუსტრიის  არ შექმნა არის  დანაშაული, რადგან მედეას ერი ვართ, უნიკალური ბუნება გვაქვს და ველნეს კურორტისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

 

„ჩვენ სტრესფაქტორებს ცხოვრების განმავლობაში ვიგროვებთ და ველნესში ეს  სტრეს ფაქტორები უნდა მოვიხსნათ, თორემ თუ დაგროვდა მერე იწყება  ორგანული ცვლილებები, სწორედ ამ სტრეს ფაქტორების მოხსნაა ველნესი.

 

მარტო ხაჭაპური ხინკალი კი არა,  ქვეყნის ბრენდ კოდი უნდა იყოს  ქართული ველნესი, ისტორიულად ყველაფერი  გვაქვს და  ჩვენ  ამ სისტემის დალაგებით ჩვენ შეგვიძლია, რომ მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტები შემოვიყვანოთ,  ქვეყანა ძალიან განვითარდება, ჩვენი ცხოვრების სისტემაც  მოწესრიგდება, ეკოლოგიაც  მოსაწესრიგებელია. მოდის ის ადამიანი, ვისაც აქვს ამის  თანხები და შესაძლებლობა და მან იცის, რომ მანქანას სახლს ყველაფერს  გამოცვლის, მაგრამ თავის  თავს ვერ გამოცვლის, მაგრამ მან იცის, რომ საქართველოში, ამ მკურნალ ქვეყანაში თავის თავს გაიუმჯობესებს. ბიოლი ამ ეტაპზე არის ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა, მკურნალი ერი ვართ და მკურნალი ქვეყანა უნდა გავხდეთ, ძალიან მდიდარი, ინტელექტუალი, ეკოლოგიურად უმაღლეს დონეზე შეძლებული, გულკეთილი“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up