საქართველოში არსებულ კლინიკებში მომუშავე 83 776 სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალიდან „ბუსტერი“ 12 486-ს აქვს გაკეთებული

საქართველოში არსებულ კლინიკებში მომუშავე 83 776 სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალიდან „ბუსტერი“ 12 486-ს აქვს გაკეთებული

access_time2022-02-04 14:40:00

საქართველოში 50 991 სამედიცინო პერსონალიდან 3 დოზით ვაქცინირებული 8683 ექიმი, ექთანი და სანიტარია. შესაბამისად, „ბუსტერი“ გაკეთებული არ აქვს 42 308-ს.

უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 22 713 ექიმიდან „ბუსტერის“ ჩათვლით ვაქცინირებული მხოლოდ 6447-ია, რაც საერთო რაოდენობის 28,4%-ს შეადგენს; „ბუსტერი“ გაკეთებული არ აქვს 16 266 ექიმს.

ამავე პერიოდში, 22 376 ექთნიდან 3 დოზით ვაქცინირებულია 1908 (8,5%), „ბუსტერი“ გაკეთებული არ აქვს 20 468 ექთანს. ასევე, 5902 სანიტრიდან „ბუსტერით“ ვაქცინირებულია მხოლოდ - 328 (5,6%), მესამე, „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული არ აქვს 5574 სანიტარს.

რაც შეეხება არასამედიცინო პერსონალს, რომელთა ჯამური რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 32 785-ია, „ბუსტერის“ ჩათვლით ვაქცინირებულია მხოლოდ 3803 (11,6%), „ბუსტერი“ გაკეთებული არ აქვს 28 982-ს.

ამასთან, მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისში 13 553 ექიმიდან 3 დოზით ვაქცინაცია მხოლოდ 4073-ს აქვს გაკეთებული (30,1%), 10979 ექთნიდან სამჯერადად ვაქცინირებულია 933 (8,5%), 2913 სანიტრიდან ვაქცინირებულია 17, (5,8%); ხოლო 20 520 არასამედიცინო პერსონალიდან ვაქცინირებულია 2755 (13,4%).

რეგიონებში ექიმების სამჯერადად ვაქცინირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გურიაშია; კერძოდ, 273 ექიმიდან ვაქცინირებულია 128 (46,9%); ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე ჯავახეთში, სადაც 293 ექიმიდან მხოლოდ 63-ია ვაქცინირებული (21,5%).

ექთნების სამჯერადად ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გურიაშია, სადაც 341 ექთნიდან „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 87-ს, რაც საერთო რაოდენობის 25,5%-ია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლშია, სადაც 1489 ექთნიდან „ბუსტერი“ მხოლოდ 80-ს აქვს გაკეთებული (5,4%). დედაქალაქში კი, 10979 ექთნიდან „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს მხოლოდ 933-ს (8,5%).

რაც შეეხება სანიტრებს, თბილისში 2913 სანიტრიდან სამჯერადად ვაქცინირებულია მხოლოდ 170 (5,8%). არასამედიცინო პერსონალის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის მაჩვენებელში რეგიონების მიხედვით კვლავ გურია ლიდერობს, კერძოდ, 263 პირიდან ვაქცინირებულია 64 (24,3%); ყველზე დაბალი მაჩვენებელი კი აჭარაშია, სადაც 5028 პირიდან ვაქცინირებულია სამჯერადად მხოლოდ 283 (5,6%). დედაქალაქში კი, 20 520 არასამედიცინო პერსონალიდან ვაქცინირებულია მხოლოდ 2755 (13,4%).


რაც შეეხება ექიმების, ექთნების და სანიტრების სრულად (ორჯერადად) ვაქცინირების მაჩვენებლებს, „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში საქართველოში არსებულ კლინიკებში მომუშავე 83 776 სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალიდან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 59963 პირი.

უფრო კონკრეტულად, 50 991 სამედიცინო პერსონალიდან ორჯერადად ვაქცინირებული 35715 ექიმი, ექთანი და სანიტარია, შესაბამისად, 15 276 სრულად ვაქცინირებული არ არის.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, 22 713 ექიმიდან ვაქცინირებულია 18 320 (80,7%); 22 376 ექთნიდან ვაქცინა ორჯერადად გაკეთებული აქვს 14 244 პირს (63,7%), ხოლო 5902 სანიტრიდან სრულად ვაქცინირებულია 3151 (53,4%).

ქვეყნის მასშტაბით, 32 785 არასამედიცინო პერსონალიდან სრულად ვაქცინირებულია 24 248 (74,0%).

ექიმების და ექთნების სრულად ვაქცინაციის მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ექიმების 84,9% ხოლო ექთნების 77,5% ვაქცინირებულია.

თბილისში კი, 13 553 ექიმიდან ორჯერადად ვაქცინირებულია მხოლოდ 11 132 (82,1%), ხოლო 10979 ექთნიდან სრულად ვაქცინირებულია 7188 (65,5%). რაც შეეხება სანიტრებს, თბილისში, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 2913 სანიტრიდან 1614 (55,4%).

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაცია 2021 წლის 15 მარტიდან - 2022 წლის 2 თებერვლის პერიოდს მოიცავს.


ipn.ge



თეგები:
„ბუსტერი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up