საქართველოში აშშ-ის საელჩოს და CLDP-ის მხარდაჭერით, ფარული გარიგებების გამოვლენის და მათთან ბრძოლის საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს და CLDP-ის მხარდაჭერით, ფარული გარიგებების გამოვლენის და მათთან ბრძოლის საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს

access_time2021-12-13 12:20:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო შესყიდვებში ფარული გარიგებების გამოვლენისა და მათთან ბრძოლის საკითხებზე სემინარი გახსნა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.


ღონისძიება 13-14 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.


„მადლობა მხარდაჭერისთვის, მონაწილეობისთვის ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ექსპერტებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის და აღკვეთის, კონკურენციის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით - საერთაშორისო პრაქტიკის და მიღწეული შედეგების ანალიზი მნიშვნელოვანია.


2014-2021 წლებში, სააგენტომ განიხილა 10-ზე მეტი საქმე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი პირობების დაწესებას შეეხებოდა. გაიცა არაერთი რეკომენდაცია. ჩვენი მიზანია - შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან არ მოხდეს ტენდერებში მონაწილეთათვის დაუსაბუთებელი, დისკრიმინაციული და შესყიდვის ობიექტთან შეუსაბამო მოთხოვნების დაწესება.



მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოდღიან სამუშაო შეხვედრაში, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, დავების განხილვის საბჭოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები. ვფიქრობ, სახელმწიფო შესყიდვებში ფარული გარიგებების გამოვლენის და მათთან ბრძოლის მეთოდებზე ერთობლივ ფორმატში მსჯელობა, უცხოელი კოლეგების მიერ მიღებული რეკომენდაციების, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების შეჯერება, ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზი სამომავლოდ შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველია", - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე.


ღონისსძიებაში მონაწილეობენ: დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ალეკო ნაჭყებია; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა დემეტრაშვილი; აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების უფროსი, ჯიმ მ. ფოსტერი; კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის იურისტი, კლერკი ჰანა ჰადზიბეგოვიჩი; კონკურენციის ეროვნული სააგენტოს კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს უფროსი, გვანცა ჩადუნელი; აშშ იუსტიციის დეპარტამენტის სასამართლო ადვოკატები - ბრაიან სერინო და ნოლან მეითერი; ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლის დეკანის თანაშემწე, ჯესიკა ტილიპმენი და ა.შ.


სემინარი კითხვა-პასუხის, დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები შემდეგ ძირითად საკითხებზე მსჯელობენ: საატენდერო გარიგებების ფარგლებში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება საქართველოში; აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღსრულების მეთოდები; სახელმწიფო შესყიდვებში სატენდერო გარიგებები, გამოვლენის გზები და აღკვეთის მიზნით გამოყენებული მექანიზმები, აშშ-ის მიდგომები, მიღწეული შედეგები და ა.შ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up