საქართველოში ავტომობილების ტრანსპორტირება ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მანქანის ფასს გაუტოლდა - Auto Import Georgia

საქართველოში ავტომობილების ტრანსპორტირება ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მანქანის ფასს გაუტოლდა - Auto Import Georgia

access_time2022-05-29 13:49:46

ავტომობილების გადაზიდვის ფასი როგორც აზიიდან, ისევე აშშ-დან და ევროპიდან პანდემიის დაწყებიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Auto Import Georgia-ს დირექტორი, გურამ როსტიაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ზრდა ყველაზე მასშტაბური აზიიდან საკონტეინერო გადაზიდვის შემთხვევაშია და რიგ შემთხვევებში ავტომობილის თვითღირებულებას უტოლდება.

„თავდაპირველად, კონტეინერებზე ფასის ზრდა პანდემიის დროს დაიწყო და ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ძალიან სერიოზული ლოჯისტიკური ჯაჭვი აირია. ამან გამოიწვია ფასების ზრდა რიგ შემთხვევაში ხუთჯერაც საზღვაო გადაზიდვის კომპონენტში. ბოლო პერიოდში ფასების სტაბილიზაცია ხდებოდა, მაგრამ დიდი ნაბიჯებით არა, მაგრამ ომის შემდეგ, ფასები კვლავ გაიზარდა. მართალია, იმ ნიშნულს არ გასცდენია, რაც პანდემიის ბოლო ეტაპზე იყო, მაგრამ ზრდა შესამჩნევია.

ავტომობილების გადაზიდვის ფორმა ორგვარია. ეს არის კონტეინერით და როროს სისტემით გემით გადაზიდვა, სადაც დახურულ გემზე კონტეინერის გარეშე შედის მანქანა და პირდაპირ ხორციელდება გემით ტრანსპორტირება. ეს აქამდე განკუთვნილი იყო ახალი მანქანებისთვის, იმიტომ რომ უფრო ძვირია და შედარებით უსაფრთხოც. საკონტეინერო გადაზიდვის უპირატესობას დაბალი ფასი წარმოადგენდა. პანდემიის პერიოდში კი, საკონტეინერო გადაზიდვები იმდენად გაძვირდა, რომ როროს ფასს გაასწრო. შესაბამისად აზიიდან როროს ტიპის გემებით გადმოზიდვა დავიწყეთ, რისი ღირებულებაც 2 000-დან 2 500 დოლარამდე ჯდება ერთი მანქანის შემთხვევაში.

კონტეინერის ფასი კი, ამ მომენტისთვის 8 500 დოლარია აქაური გადასახადების ჩათვლით, ანუ ერთ მანქანაზე 2 100-ან 2 300 დოლარამდე გამოდის.

რაც შეეხება აშშ-ს, იქედან დაახლოებით 5 პორტია, საიდანაც მანქანები იგზავნება და ყველა პორტიდან ფასი სხვადასხვაა, რაც 1 400-დან 2 500 დოლარამდე მერყეობს ერთი მანქანის შემთხვევაში. ანუ, 400-500 დოლარით არის გაზრდილი პანდემიამდელ პერიოდს თუ შევადარებთ. ევროპა კი, უფრო სტაბილურია მიუხედავად იმისა, რომ ფასის ზრდა შეინიშნება, ალბათ, კონტეინერზე მხოლოდ 100-200 ევროთი“, - აცხადებს როსტიაშვილი.


მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, ქართულ ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა.

„ფასის ზრდა ყოველთვის იწვევს მოთხოვნის შემცირებას. მით უფრო, რომ საქართველოს ბაზარზე ძირითად შემთხვევებში მოთხოვნა არის 5 000 დოლარის ღირებულების მანქანებზე. აქ ვგულისხმობ ჩამოყვანის და განბაჟების ღირებულებას. გამოდის ავტომობილის თვითღირებულება 2 000 -2 500 დოლარი უნდა იყოს. ბოლო პერიოდში, ტრანსპორტირების ღირებულება იგივეა, რაც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების. მაშინ როცა, პანდემიამდე 1 მანქანის გადაზიდვა აზიიდან ყველა ხარჯის გათვალისწინებით 800-900 დოლარი ჯდებოდა.

გარდა ამისა, ომის პერიოდმა ძალიან მძიმედ იმოქმედა მოთხოვნაზე. გარდა იმისა, რომ ფასის მატება იყოს მნიშვნელოვანი მდგენელი, ამას დაემატა მაღალი ინფლაცია სხვა პროდუქტებზე და მოსახლეობის მხრიდან გაურკვევლობა და შიში, რა იქნებოდა შემდეგში. ბოლო კვირებში ცოტა შეეგუა ხალხი და ადაპტირდა გარემოსთან და მატება შეინიშნება წინა სამ თვესთან შედარებით“, - განუცხადა ავტო იმპორტ ჯირჯიას დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის იანვარ - აპრილში საქართველოში მსუბუქი ავტომობილის იმპორტი თანხობრივად გაიზარდა, თუმცა შემცირდა ერთეულებში. კერძოდ 2021 წლის პირველ 4 თვეში, საქართველოში 251.4 მლნ აშშ დოლარის 32,261 ათასი ავტომობილი შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 319.6 მლნ აშშ დოლარის 30,870 ათასი მსუბუქი ავტომობილი.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up