საქართველოში ბანგლადეშიდან იმპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ გასული წლის 5 თვეში აღნიშნულ ქვეყნიდან 701.7 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში 1,775 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც წელს ბანგლადეშში ყველაზე დიდი რაოდენობით შევიძინეთ:
დაფასოებული სამკურნალო საშუალებები -508.8 ათასი აშშ დოლარი
მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 345.4 ათასი აშშ დოლარი
თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - 176.4 ათასი აშშ დოლარი
ტრიკოტაჟის ქვედა საცვლები მამაკაცის, ან ბიჭის - 125 ათასი აშშ დოლარი
საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები ტრიკოტაჟის, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 92.1 ათასი აშშ დოლარი
ტრიკოტაჟის ქვედა საცვლები ქალის და გოგონასი - 87.9 ათასი აშშ დოლარი
კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცის ან ბიჭის - 80.1 ათასი აშშ დოლარი
საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები - 54.7 ათასი აშშ დოლარი
სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 51 ათასი აშშ დოლარი
კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალის ან გოგონასი - 45.8 ათასი აშშ დოლარი
Bpn.ge