საქართველოში ბავშვების 45%-ს არ აქვს მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო ნივთი, ყოველი მესამე ბავშვი სკოლის საათების განმავლობაში მშიერია - კვლევა

საქართველოში ბავშვების 45%-ს არ აქვს მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო ნივთი, ყოველი მესამე ბავშვი სკოლის საათების განმავლობაში მშიერია - კვლევა

access_time2023-04-20 13:00:34

როგორია ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში - unicef-მა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.

მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საგანმანათლებლო მასალების (სასკოლო მასალების გარდა) სიმწირე. ბავშვების 45.3 პროცენტს არ აქვს მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო ნივთი, რომლის ქონაც სურთ, მაგრამ ვერ ახერხებენ სახსრების არარსებობის გამო. ყველაზე ხშირად ბავშვებს არ აქვთ შემდეგი საგანმანათლებლო ნივთები: ლეპტოპი/კომპიუტერი (ყველა ბავშვის 29.1 პროცენტს), რასაც მოჰყვება სახატავი საშუალებები (18.5 პროცენტს) წიგნები (16.5 პროცენტს), და მუსიკის ინსტრუმენტები (10 პროცენტს).

სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) იკვებება ყოველდღიურად სკოლის საათების განმავლობაში და ბავშვების ერთ მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სკოლის საათების განმავლობაში. სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%), ვიდრე ბავშვებში, ვისთანაც არ აღინიშნება მატერიალური და სოციალური დანაკლისი (28.4%). მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში, რომლებიც საერთოდ არ იღებენ საკვებს სკოლის საათებში, ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი არის ფინანსური პრობლემა -37.7%, ხოლო სკოლის დროს საკვების არმიღების იგივე მიზეზი მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვების 3.3 პროცენტს აქვს. ასევე მნიშვნელოვანი ბარიერია სკოლის სიახლოვეს კვების ობიექტის არარსებობა და ეს მიზეზი შეადგენს შემთხვევების 36.4 პროცენტს.


რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (83.2%) დარწმუნებულია, რომ სკოლა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის კვებას. მეტიც, რესპონდენტთა 74.2 პროცენტი მზადაა ბავშვის კვების თანხის გადასახდელად, თუ ფასები ხელმისაწვდომი იქნება. კვებაში თანხის გადახდის სურვილი 61.8 პროცენტს აღწევს მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლებს/ოჯახის წევრებს შორისაც კი.

საქართველოში ბავშვთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო არის ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა. იმ ბავშვებს შორის, ვისაც მოცემული კვლევის ჩატარებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში სჭირდებოდა სამედიცინო მომსახურება (მთელი ბავშვების 46.9%), 65 პროცენტს მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ დაეფარა აღნიშნული პროგრამიდან. თუმცა, ოჯახებმა ასევე სრულად ან ნაწილობრივ დაფარეს სამედიცინო მომსახურებების საჭიროების მქონე ბავშვების 50.8 პროცენტის ჯანდაცვის ხარჯები და შემთხვევების კიდევ 9.9 პროცენტში ეს ხარჯები კერძო დაზღვევიდან დაიფარა. ამავე დროს, მთელი ბავშვების 12 პოცენტმა ვერ შეძლო რამე სახის სამედიცინო მომსახურების მიღება (სრულად ან ნაწილობრივ) და 4.9 პროცენტმა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში მთავარი მიზეზი იყო ფინანსები - შემთხვევების 82.2 პროცენტი და 98.8 პროცენტი, შესაბამისად.

მაღალია ბავშვების მიერ მიღებული სამედიცინო მომსახურებების ხარისხით მშობლების/ ოჯახის წევრების კმაყოფილების დონე. მომსახურებით კმაყოფილია იმ ბავშვების მშობლების/ოჯახის წევრების 77.4 პროცენტი, ვინც მიიღო რამე სახის სამედიცინო მომსახურება, ხოლო მშობლების/ოჯახის წევრების კიდევ 11.5 პროცენტი მიღებული მომსახურებით ძალიან კმაყოფილია.


თეგები:
unicef კვლევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up