საქართველოში ბოსტნეულის წარმოება მცირდება, ფასები - მატულობს

საქართველოში ბოსტნეულის წარმოება მცირდება, ფასები - მატულობს

access_time2022-02-08 11:00:26

2021 წელს ბოსტნეული საქართველოში ყველაზე მეტად გაძვირდა. ამის მიზეზად სპეციალისტები კონკურენციის დაბალ დონეს და მცირე ფერმერული მეურნეობების პრობლემას მიიჩნევენ. როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ბოსტნეული კულტურებით ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა 100%-ით დააკმაყოფილოს, მაგრამ რეალურად ამის ნახევარიც  ვერ სრულდება. 

 

მისივე ინფორმაციით, ქართულ პროდუქტს იმპორტულთან კონკურენციის გაწევა უჭირს, რამაც საბოლოოდ წარმოების შემცირება გამოიწვია.


,,ბოსტნეულის ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კონკურენციის დაბალი დონეა. ადგილობრივი წარმოება დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებული იყო იმის გამო, რომ იმპორტული პროდუქტი შემოდის დემპინგური ფასით. მხოლოდ ახლა, პანდემიურ პერიოდში მიექცა ეროვნულ აგროწარმოებას ყურადღება და შედეგი ასე მალე ვერ მიიღწევა. სამწუხაროდ, მთავრობა ძალიან გვიან მიხვდა, რომ აგრარული სექტორი უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ვიდრე ტურიზმი და აუცილებელია ფერმერული მეურნეობების განვითარება. ამისთვის სოფლის მეურნეობის პროექტები აქტიურად უნდა განხორციელდეს და მათი მასშტაბი გაიზარდოს. წარმოების ტემპს მხოლოდ ეს დააჩქარებს. ჩვენს შემთხვევაში, პროექტებით მოსარგებლე ბენეფიციარების უმეტესობა მსხვილი ფერმერები არიან. ფიზიკური პირებს, რომლებიც შპს ან მეწარმეებად არ არიან დარეგისტრირებული, კრედიტით სარგებლობა შეზღუდული აქვთ. არაერთი მაგალითია, როცა დაბალი და საშუალო რგოლი პროექტებში ვერ იღებს მონაწილეობას, რაც სექტორისთვის დიდი პრობლემაა. ამ დროს ბოსტნეულის წარმოების დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, შეიძლება, მარცვლეული ვერ ვაწარმოოთ საკმარისი რაოდენობით, მაგრამ ბოსტნეულის იმპორტი არ გვჭირდება“, - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.


წარმოების კლებაზე საუბრობს ,,კომერსანტთან“ მეწარმე ჯუმბერ ბელთაძე, რომლის ინფორმაციითაც, განსაკუთრებით დიდი პრობლემაა მემწვანილეობაში, სადაც მუშახელის სიმცირე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.



,,ყოველწლიურად 100 ტონამდე მწვანილი გაგვქონდა ექსპორტზე და წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით შეგვიმცირდა, მოსავლიანობაში მკვეთრი კლება გვქონდა. პანდემიამ ამ მხრივ დიდი დაბრკოლება შექმნა, ფასები გლობალური პრობლემაა. ჩვენს შემთხვევაში ამას დაემატა მუშახელთან დაკავშირებული პრობლემაც, ამიტომ პროდუქტი მასიურად გაძვირდა. მართალია, სეზონზე მწვანილი 5-6 ლარად იყიდება, მაგრამ სამომხმარებლო ბაზარზე ხარისხიანი ქართული მწვანილი 7-8 ლარზე ნაკლები არ ღირს. თუკი გლობალურ ბაზრებზე პრობლემა ლოგისტიკას უკავშირდება, შიდა ბაზარზე პრობლემაა კადრების დეფიციტი. სასათბურე მეურნეობები უფრო უნდა განვითარდნენ და თანამედროვე სტანდარტთან შესაბამისობაში იყოს, რომ წარმოებაში წყვეტა არ გვქონდა. მართალია, რამდენიმე სასათბურე მეურნეობა მთავრობის თანადაფინანსებით შეიქმნა, მაგრამ არასაკმარისია და კადრებთან ერთად, ინფრასტრუქტურაც გამოწვევებს შორისაა“, - ამბობს ჯუმბერ ბელთაძე ,,კომერსანტთან“.

 

 

ცნობისთვის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ბოსტნეული და ბაღჩეული ყველაზე მეტად არის გაძვირებული. კერძოდ, 2021 წელს ზრდა ამ მიმართულებით 23,3%-ს შეადგენს.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, იანვარში ინფლაციის დონემ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9% შეადგინა, ბოლო 12 თვეში კი სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 10.5%-ით გაიზარდა.

 

 მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up