ლუდი Carlsberg-ი საქართველოში რუსეთის ნაცვლად აზერბაიჯანიდან შემოვა

ლუდი Carlsberg-ი საქართველოში რუსეთის ნაცვლად აზერბაიჯანიდან შემოვა

access_time2022-10-13 15:30:45

ლუდი Carlsberg-ი საქართველოში რუსეთის ნაცვლად აზერბაიჯანიდან შემოვა. საქართველოში აღნიშნული ბრენდის ლუდი სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგს“ შემოაქვს. როგორც „კომერსანტს“ „შარმ ტრეიდინგში“ განუცხადეს, საქართველო Carlsberg-ით რუსეთიდან მარაგდებოდა, მაგრამ ახლა „შარმ ტრეიდინგმა“ მომწოდებელი შეიცვალა და Carlsberg-ი რუსეთის ნაცვლად აზერბაიჯანიდან შემოვა.


„კომერსანტს“ „შარმ ტრეიდინგში“ განუცხადეს, რომ აზერბაიჯანის საწარმოდან Carlsberg-ის პირველი პარტია სექტემბერში შემოიტანეს. თუ რა წილი აქვს ქართულ ბაზარზე Carlsberg-ს სადისტრიბუციო კომპანიაში კომერციული მიზნებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ, თუმცა განმარტავენ, რომ მოთხოვნა ამ ბრენდის ლუდზე საკმაოდ მაღალია.


„ჩვენი მთავარი მიზანი წარმოების და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა“, - ამის შესახებ განცხადება Carlsberg Azerbaijan-ის გენერალურმა დირექტორმა ალიუს ანტულისმა გააკეთა.


მან აღნიშნა, რომ კომპანიამ უკვე განახორციელა პროდუქციის ექსპორტი საქართველოში, რის შემდეგაც აპირებს ლუდის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას.



„როგორც ვთქვი, ჩვენი მთავარი მიზანი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. უკვე ვახორციელებთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს საქართველოში. შემდგომში გვინდა მეტი პროდუქციის გაყიდვა მეზობელი ქვეყნის ბაზარზე. ჩვენ სხვა ბაზრებს ვეძებთ“- აღნიშნა Carlsberg Azerbaijan-ის გენერალურმა დირექტორმა.


კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.


„საქსტატის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან ლუდის იმპორტი ივლისში განხორციელდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ივლისში აზერბაიჯანიდან 0.86 ათასი დოლარის ღირებულების ლუდი შემოვიდა. თუმცა „შარმ ტრეიდინგმა“ ლუდი სექტემბერში შემოიტანა, რაც საქსტატის ვებგვერდზე ჯერჯერობით ასახული არ არის, რადგანაც ამ დროისათვის მხოლოდ იანვარ-აგვისტოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეტალური მონაცემებია ხელმისაწვდომი.


Carlsberg-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი დანიური ლუდსახარში კომპანიაა.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ იმ საერთაშორისო ბრენდებს შორის, რომელთაც რუსეთის ბაზარი დატოვეს Carlsberg–იცაა.


Carlsberg-ი ფლობს 140 ბრენდს, მათ შორის Carlsberg, Tuborg, Kronenburg, Baltika და სხვა. პროდუქცია იყიდება 150-ზე მეტ ქვეყანაში. 2021 წელს რუსეთში ბიზნესის შემოსავალმა $960 მილიონი, საოპერაციო მოგებამ $100,41 მილიონი შეადგინა.



თეგები:
Carlsberg



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up