საქართველოში ცემენტის დეფიციტია?! - „აღნიშნული შეფერხება მოკლევადიანია და ბაზარი შეძლებს გადაეწყოს/მოერგოს ახალ რეალობას“

საქართველოში ცემენტის დეფიციტია?! - „აღნიშნული შეფერხება მოკლევადიანია და ბაზარი შეძლებს გადაეწყოს/მოერგოს ახალ რეალობას“

access_time2021-07-15 12:00:00

ქართულ ბაზარზე ცემენტის დეფიციტს აღიარებენ ცემენტის ასოციაციაში და ამის მიზეზად იმპორტირებულ ქვეყნებში მოთხოვნისა და ფასების მკვეთრ ზრდას ასახელებენ.


ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული შეფერხება მოკლევადიანია და ბაზარი შეძლებს, რომ ახალ რეალობას მალე მოერგოს.


შეგახსენებთ, რომ ცემენტის დეფიციტზე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ინფრასტრუქტურულ მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანებლმა განაცხადა. ანა საბახტარიშვილმა ამის მიზეზად იმპორტის შეზღუდვა დაასახელა.


ცნობისათვის, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 9,665 მლნ დოლარის ღირებულების ცემენტი შეიძინა. რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით მეტია, თუმცა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 2,5 მლნ-ით ნაკლებია. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში 9,665 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 214 491 ტონა ცემენტის იმპორტი განხორციელდა.2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 8,739 მლნ აშშ დოლარი 170 590 ტონა ცემენტის იმპორტი, რაც შეეხება 2019 წლის პირველ 5 თვეს საქართველოში 12,173 მლნ აშშ დოლარის 216 657 ტონა ცემენტი შემოვიდა.


2021 წელს ცემენტის იმპორტი განხორციელდა: აზერბაიჯანი - 9,475 მლნ აშშ დოლარის; თურქეთი - 189 ათასი აშშ დოლარის.



2020 წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს, ჩამონათვალში არ არის ირანი, საიდანაც გასულ წელს 1,348 მლნ დოლარის 26 208 ტონა ცემენტი შემოვიდა.


მართალია, 2020 წელთან შედარებით მცირედი კლებაა, თუმცა ამან ბაზარზე მნიშვნელოვანი დეფიციტი შექმნა. დეფიციტზე საუბრობენ საქართველოს ცემენტის ასოციაციაში და ამის მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებენ - მოთხოვნის მატება იმპორტიორ ქვეყნებში და გაზრდილი ტრანსპორტირების ხარჯი. მათი თქმით, მიუხედავად არსებული ფაქტორებისა, შეფერხება მოკლევადიანი ხასიათისაა.


,,2020 წელს კორონა ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა ყველა ბიზნეს მიმართულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო ეკონომიკების საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და მათ შორის საქართველოშიც. მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოების დანახარჯები ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ცალსახად გაიზარდა მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე. პირველი ორი კვარტლის მონაცემით, საქართველოში ცემენტის მოხმარება გაზრდილია დაახლოებით 10%-ით.


საქართველოში ცემენტის ბაზრის საკმაოდ დიდი წილი უჭირავს იმპორტირებულ ცემენტსა და მის მთავარ ნედლეულს კლინკერს, ხოლო იმპორტს ძირითადად 2 ქვეყანა ახორციელებს :აზერბაიჯანი და თურქეთი. სწორედ ამ ქვეყნებში (განსაკუთრებით თურქეთში) მკვეთრად გაზრდილმა მოთხოვნამ ცემენტსა და კლინკერზე გამოიწვია ფასების მნიშვნელოვანი ზრდა (30-40%), რასაც თან დაერთო მაღალი ტვირთბრუნვიდან გამოწვეული სატრანსპორტო დანახარჯების ზრდა. შესაბამისად, იმ ადგილობრივ მცირე საწარმოებს, რომლებიც ცემენტს იმპორტირებული კლინკერით აწარმოებენ, ნედლეული მნიშვნელოვნად გაუძვირდათ და მოხდა მოწოდების ჯაჭვში წყვეტა. ასევე, მძიმე ტვირთად აწვება სექტორს გაზრდილი ხარჯები ენერგომატარებლებზე.


ჩვენი აზრით, აღნიშნული შეფერხება არის მოკლევადიანი და ბაზარი შეძლებს გადაეწყოს/მოერგოს ახალ რეალობას, თუმცა ზემოთ აღნიშნული ფასების ზრდა ნედლეულ მასალებზე და ენერგომატარებლებზე სავარაუდოდ, საქართველოს ცემენტის ბაზარზეც აისახება.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრი კომპანიები (შპს ჯორჯიან ბილდინგ გრუპი და შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია) აქტიურად და შეუფერხებლად აგრძელებენ ოპერირებას. მეტიც, წევრი კომპანიები გეგმავენ განახორციელონ ინვესტიციები წარმადობების ზრდის მიმართულებით, რათა ადგილობრივი წარმოება, უკვე მომავალ წელს, ბევრად უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს მეზობელი ქვეყნებიდან მომავალ შოკებს“- განაცხადეს ასოციაციაში.


,,ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რატომ აღარ შემოვიდა 2021 წელს ცემენტი ირანიდან, ასოციაციაში ასე უპასუხეს: ,,ტრანსპორტირების საკმაოდ დიდი დანახარჯებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ საბაზრო პირობებში ირანიდან ცემენტის იმპორტი მოკლებულია ყველანაირ ეკონომიკურ აზრს. ირანიდან ცემენტის ან კლინკერის იმპორტი ხდება აქტუალური მხოლოდ მაშინ, როდესაც ირანის სახელმწიფო ასუბსიდირებს ტრანსპორტის და ენერგომატარებლების ხარჯებს, რის შედეგადაც დემპინგური ფასებით ცდილობს გავიდეს მეზობელ ბაზრებზე“.


BPN.GE


თეგები:
ცემენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up