საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანია, ვინც კრიპტოვალუტის საფულეს ფლობს - ლუკა ლომსაძე

საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანია, ვინც კრიპტოვალუტის საფულეს ფლობს - ლუკა ლომსაძე

access_time2023-03-14 21:00:10

დღეს საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანია, ვინც კრიპტოვალუტის საფულის მფლობელია, რაც დამწყები ბაზრისთვის საკმაოდ პერსპექტიული რიცხვებია, ამის შესახებ emoney.ge/mycoins.ge კომერციულმა დირექტორმა ლუკა ლომსაძემ, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემა „ნეირონში“ განაცხადა.


მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი კარგი დროა კრიპტოვალუტაში ინვესტირებისთვის, თუმცა ინვესტირებამდე აუცილებელია ბაზრის შესწავლა.


„თანამედროვე ბანკებს რაც ახლავთ საკუთარი ბიუროკრატიით, გაწერილი პროცესებით და სირთულეებით ეს ყველაფერი არის მოგვარებული კრიპტოვალუტაში და გარდაქმნილი ისე, რომ ერთი სექტორი ან ბანკი კი არ აკონტროლებს თქვენს თანხას, არამედ ეს არის დეცენტრალიზირებული. კრიპტოსამყაროში ორი ტიპის საფულე გვაქვს ე.წ. „ცხელი საფულე“ ანუ ბირჟის ანგარიში რომლითაც ბირჟა ემსახურება კლიენტს, მაგრამ არსებობს „ცივი საფულეები“, რომლებიც ისეთია სადაც ხდება კრიპტოვალუტის შენახვა, მაგრამ ისინი არანაირ კავშირში არ არიან რაიმე ტიპის კომპანიებთან. 


ის შემთხვევა რომ ვინმეს რაიმე ტიპის ხარვეზი ჰქონდეს თანხებთან ან დაკარგვასთან მიახლოებული შემთხვევა არასდროს გვქონია და არც გვექნება, რადგან მთავარ წესს ვითვალისწინებთ. დაზღვევაში მთავარი წესი არის ის რომ, ჩვენი კომპანია მომხმარებლების თანხებს არ ეხება, მაგალითად როგორც ეს FTX-ის შემთხვვაში მოხდა, რამაც მისი პრობლემები გამოიწვია. 


ბიტკოინის ყიდვას შევხედოთ ორი კუთხით, პირველი ვიყიდე იმიტომ რომ დავიწყე ინვესტირება და სარგებელის ნახვას ველი ან მეორე ვიყიდე ბიტკოინი იმისთვის რომ გამოვიყენო ის სატრანზაქციო თანხად და ვინმეს გადავურიცხო ან შევიძინო რაიმე. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ხდება ბიტკოინებზე ფასების ლავირება, თუმცა ვფიქრობთ მოხდება ფასების და ინვისტორების გაზრდა. ბიტკოინი შეზღუდული რაოდენობის არის და როდესაც ის ამოიწურება ფასის ლავირებაც უფრო მაღალი იქნება, მისი ძნელად მოპოვება თავიდანვე ერთ-ერთი მიზანი იყო, მალე ასეც მოხდება, ის ამოიწურება და მერე ფასიც გაიზრდება“,  აღნიშნა ლუკა ლომსაძემ.



ლუკა ლომსაძემ რეგულაციების დანარგვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, თუნდაც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, რათა მათ გაუადვილდეთ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა.


„დღეს ერთ-ერთი კარგი დროა ინვესტიციისთვის, თუმცა რა თქმა უნდა საკუთარ სტრატეგიას უნდა მიანდონ ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის სექტორი, რომლის გარეშეც თანამედროვე ფინანსური სექტორი არ არსებობს. დღევანდელი ბარიერები გაცილებით შემცირდება, როდესაც სახელმწიფოები დანერგავენ რეგულაციებს. რა რეგულაციის პაკეტსაც მოისაზრებს ეროვნული ბანკი, არის ძალიან დადებითი, რადგან ამ ეტაპზე ძალიან ნაცრისფერი გარემოა და ეს გამოსასწორებელია. ლიცენზიის არაარსებობა დიდ პრობლემას ქმნის თუნდაც უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. რეგულაცია გულისხმობს, რომ კომპანიებს საკუთარი კლიენტურის ბაზის კონტროლი ჰქონდეთ, რაც გულისხმობს ვერიფიკაციის პროცედურების არსებობას და ტრანსაქციების გამჭვირვალობას. 


20 000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს, ბევრი მათგანის უკან არაფერი არ დგას, ამიტომ ვურჩევ ყველას ძირფესვიანად შეაფასონ ყიდვამდე კრიპტოვალუტა. სხვადასხვა კრიპტოვალუტა სხვადასხვა მიზანს ემსახურება, ამიტომ ამის ცოდნა და ინვესტირებამდე ყველაფრის მოკვლევა აუცილებელია“,  ამბობს ლუკა ლომსაძე.












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up