საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებში არის ნათქვამი, რომელიც RBC-მ გამოაქვეყნა.
რუსი მუშახელის მოზიდვის მხრივ ქვეყნების რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა. 2023 წლის პირველ კვერტალში საქართველოში რუსი მუშახელის 9,3 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 3.6 ათასი იყო.
რუსი მუშახელის მასობრივი მოზიდვის მხრივ ყაზახეთი ლიდერობს, სადაც წელს 29,5 ათასი განაცხადი შევიდა, მეორე ადგილზე კი 20,5 ათასი რუსი განმცხადებლით ბელარუსია.
2023 წლის პირველ კვარტალში რუსი მუშახელის მაძიებელთა რეზიუმეების რაოდენების მხრივ საზღვარგარეთის ქვეყნების ტოპ 10, შემდეგია:
ზოგიერთმა ქვეყანამ რუსების სამუშაოდ მიწვევა, თითქმის ან მთლიანად შეწყვიტა, მათ შორის არის ისლანდია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი.
HeadHunter-ის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან რუსებმა 57%-ით მეტი მოწვევა მიიღეს საზღვარგარეთ სამუშაოდ.