საქართველოში დასაქმებულთა 40% კვირაში 35 საათზე ნაკლებს მუშაობს

საქართველოში დასაქმებულთა 40% კვირაში 35 საათზე ნაკლებს მუშაობს

access_time2023-01-09 09:00:47

საქართველოში დასაქმებულთა თითქმის 40% ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, ანუ კვირაში 35 საათზე ნაკლებს. ამ მაჩვენებლით საქართველო საშუალო და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. გლობალურად, 35 საათზე ნაკლებს კვირაში დასაქმებულთა მხოლოდ 20.3% მუშაობს, ხოლო 35%-ზე მეტი - კვირაში 48 საათზე მეტს უთმობს სამუშაოს. 
 
კვლევა, რომელიც მსოფლიოში სამუშაო დროის გადანაწილების, ასევე მუშაობასა და ცხოვრებას შორის ბალანსის (Work-Life Balance) დაცვის ტენდენციებს ასახავს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) გამოაქვეყნა. უახლეს კვლევაში წარმოდგენილია 2019 წლის მაჩვენებლები. 
 
კვლევაში გაანალიზებულია სამუშაო დროის შეუსაბამობა (working-time mismatch), ანუ სხვაობა დასაქმებულთა რეალურ სამუშაო საათებსა და სასურველ სამუშაო საათებს შორის. ზოგადად ითვლება, რომ რაც უფრო მაღალია ეს შეუსაბამობა, მით უფრო ნაკლებ კმაყოფილია დასაქმებული საკუთარი სამუშაოთი. ეს მაჩვენებელი გაანალიზებულია ორი კრიტერიუმით:
 
  1. Underemployment (არასაკმარისი დასაქმება), რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულს აქვს სურვილი და შესაძლებლობა იმუშაოს მეტი და შესაბამისად, გაზარდოს საკუთარი შემოსავალი;
  2. Overemployment (ზედმეტი დასაქმება), რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებული ისურვებდა შეამციროს საკუთარი სამუშაო საათები და სანაცვლოდ, თანახმაა ანაზღაურების შემცირებაზეც.
ამ პარამეტრებით საქართველოს შედეგები მოწმობს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა თითქმის 23% ისურვებდა ნახევარი განაკვეთიდან სრულ განაკვეთზე გადასვლას უკეთესი შემოსავლის მიღების მიზნით, ხოლო პირიქით გადაადგილების სურვილი - ანუ სამუშაო დროის შემცირება შემოსავლის შემცირების ფასად - მხოლოდ 7.4%-ს აქვს. შესაბამისად, საქართველოსთვის underemployment-ის საშუალო მაჩვენებელი 24.3-ია, მაშინ როცა გლობალური საშუალო - 8,2-ია, ხოლო საქართველოს ჯგუფის ქვეყნების საშუალო - 18,3.
 
გლობალურ დონეზე ტენდენცია პირიქითაა: მსოფლიოში დასაქმებულთა მხოლოდ 9% ისურვებდა სამუშაო საათების დამატებას ანაზღაურების ზრდის სანაცვლოდ, ხოლო 18.7%-ს პირიქით, სამუშაო საათების შემცირება სურს იმ შემთხვევაშიც, თუკი ამით მისი შემოსავალი შემცირდება. 
 
საგულისხმოა ისიც, რომ საშუალო და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში საქართველოს Underemployment-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ანუ დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა ჯამურ რიცხვთან შეფარდებით ყველაზე მეტ ადამიანს, 60%-ზე მეტს სურს გაზარდოს საკუთარი სამუშაო საათები მეტი ანაზღაურების სანაცვლოდ და ამავდროულად, ყველაზე ცოტა ადამიანს სურს შეამციროს საკუთარი სამუშაო საათები ანაზღაურების შემცირების პირობით. შესაბამისად, სამუშაო საათების ჯამური შეუსაბამობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მექსიკის, სამხრეთ აფრიკის, ფილიპინების, რუსეთის, სურინამის და ლიეტუვას პარალელურად.  
 
Overemployment-ის მაჩვენებელი ძირითადად უფრო მაღალია განვითარებულ ქვეყნებში, ანუ ამ ქვეყნებში დასაქმებულებს უფრო მეტად სურთ სამუშაო საათები შეიმცირონ შემოსავლის კლების სანაცვლოდ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში შეინიშნება. ასე მაგალითად, სამუშაო დროის შეუსაბამობის ყველაზე დაბალი ჯამური მაჩვენებლები აქვთ გერმანიას, შვედეთს, შვეიცარიას, ნორვეგიას და ფინეთს.

bussinessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up