საქართველოში დასვენების მსურველთა უმეტესობა ისრაელიდანაა

საქართველოში დასვენების მსურველთა უმეტესობა ისრაელიდანაა

access_time2022-04-26 17:00:59

რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს ტურისტული სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა. გარდა იმისა, რომ რუსი და უკრაინელი ტურისტების რაოდენობა მცირდება,  ევროპელი ტურისტების უმრავლესობა ქვეყანაში ჩამოსვლისგან თავს იკავებს, როგორც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ევროპის ქვეყნების მოქალაქეებმა ზაფხულის ჯავშნების 70% გააუქმეს. როგორც სფეროს წარმომადგენლები ,,კომერსანტთან“ აცხადებენ, ამ ეტაპზე ძირითადად ებრაელი ტურისტები აქტიურობენ, რომელთა უმეტესობა საშუალო ან დაბალმხარჯველ  სეგმენტს წარმოადგენს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


ტურიზმის სფეროს ექსპერტ მანანა ალადაშვილის ვარაუდით, ზაფხულის ტურიზმს ჩავარდნა არ ემუქრება, თუმცა გარკვეული პრობლემა მოსალოდნელია ევროპული ნაკადების მკვეთრი კლების გამო.


,,ევროპიდან ჯავშნების 70% გაუქმებულია. ამაზე სექტორის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს. ამ ეტაპზე ძირითადად ებრაელები აქტიურობენ, ინტერესი შეიმჩნევა აზერბაიჯანიდანაც. ასევე განიხილება აზიისა და არაბული ქვეყნები, თუმცა დიდწილად მაინც ისრაელიდან  აქტიურობენ. ეს არის საშუალო და დაბალმხარჯველი სეგმენტი, მაღალხარჯიანი ტურისტი საქართველოსკენ  არ წამოვა.  მხარჯველი ტურისტი განსაკუთრებული კატეგორიაასაქართველო ასეთი მოგზაურებით დიდად განებივრებული არ არის. ძალიან სუსტები ვართ მომსახურების სეგმენტში, მილიონობით ტურისტია ევროპის წამყვან ქალაქებში და მათი მომსახურება იმდენად დახვეწილი და კომფორტულია, არც იგრძნობა, რომ ყოველდღიურად ამდენ ადამიანს უწევენ მომსახურებას, არ იგრძნობა გადატვირთვა, მომსახურება უმაღლეს დონეზეა. აქ კი ფასები ისეთი მაღალია, რომ ევროპულს უკვე გაუთანაბრდა, ხოლო მომსახურების ხარისხის მხრივ შედარებაც  არ არის, დიდი ჩამორჩენაა. ცხადია,  ასეთ პირობებში დასვენების მსურველთა რაოდენობა ბუნებრივად იკლებს, რაც მოსალოდნელია“, - ამბობს ალადაშვილი ,,კომერსანტთან“.



შედარებისთვის, როგორც მანანა ალადაშვილი აღნიშნავს, საფრანგეთში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 ნომერი დღიურად 220-250 ევროდან თუ ღირს, ანალოგიური ფასია საქართველოშიც, თუმცა ხარისხი სტანდარტთან ხშირ შემთხვევაში შეუსაბამოა.


3-ვარსკვლავიანი სასტუმროებში ფასები დაახლოებით 30-40 ევროს ფარგლებშია და ამაზე ნაკლები არც საქართველოში ღირს. თუმცა, როგორც ექსპერტი განმარტავს, განსაკუთრებით ამ სეგმენტში არის დიდი პრობლემა მომსახურებასთან დაკავშირებით, რის გამოც ქართულ კურორტებზე დასვენება ევროპელი ტურისტებისთვის უკვე აღარ არის პრესტიჟული.


რაც შეხება უშუალოდ ზაფხულის ტურიზმთან დაკავშირებულ მოლოდინს, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის თქმით, შესაძლოა აზერბაიჯანიდან, აზიისა  და არაბული ქვეყნებიდან ჩანაცვლდეს ის ნაკადები, რომელიც უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდიოდა, მაგრამ ესეც ომის შედეგზეა დამოკიდებული.


,,ახლა მოლოდინის განსაზღვრა არის ურთულესი. ცხადია, რომ ბაზრების დივერსიფიცირება უნდა მოხდეს, ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს აზერბაიჯანის ბაზარი,  ასევე აზიის  და არაბული ქვეყნებიდან ჩანაცვლდეს ის ნაკადები, რომელიც უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდიოდა. თუმცა, თუკი ესკალაცია გამწვავდება,  ეს მოლოდინიც შეიძლება გაქარწყლდეს“, - ამბობს ბურჯანაძე ,,კომერსანტთან“.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის კოეფიციენტი 48.5%-ს შეადგენს. როგორც უწყებაში განმარტავენ, იანვარი-მარტის პერიოდში აღდგენის დინამიკა ტურისტების რაოდენობის კუთხით 52%-ს აღწევს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up