კოვიდპანდემიის მორიგი ტალღის საფრთხე

კოვიდპანდემიის მორიგი ტალღის საფრთხე

access_time2022-06-23 08:30:04

საქართველოში COVID 19 -ის შემთხვევების მატება შეინიშნება ხომ არ არის პანდემიის ახალი ტალღის აფეთქების საშიშროება, რამ გამოიწვია ასეთი ზრდა და რა შტამია ახლა საქართველოში გავრცელებული? „კომერსანტი“ ამ თემაზე პაატა იმნაძის მოსაზრებებს გაგაცნობთ. თუმცა მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები -  13-19 ივნისის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების 616 შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ წინა ერთ კვირასთან შედარებით 100-ით მეტი შემთხვევაა.


ასეთივე ტენდენციაა, უფრო რთული სურათით, სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად ისრაელში უკვე არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეშვიდე ტალღა იწყება. გასული კვირის ბოლოს, აპრილის შუა რიცხვებიდან პირველად, ერთ დღეში დღიურად 7000 -ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. ისრაელში ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.  ისრაელში  გავრცელებულია ომიკრონს BA.5 შტამი. კორონავირუსის ახალი  შემთხვევები  გაზრდილია  ამერიკის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.


რა მდგომარეობაა საქართველოში, არის  თუ არა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კიდევ გაზრდის საფრთხე, რა უნდა გაკეთდეს ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პრევენციისთვის? ამ და  სხვა  კითხვებით „კომერსანტი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა.


„იგივე ვიტყვი, რასაც ამდენ ხანს ვამბობდი, კოვიდი არსად არ წასულა! ჯერჯერობით სამწუხაროდ ოდნავ მატება გვაქვს. თუ აქამდე კვირაში 500 შემთხვევა  გვქონდა გასულ კვირაში მათმა რაოდენობა 616 შეადგინა. საბედნიეროდ ლეტალობა მაღალი არ არის, კვირაში რამდენიმე შემთხვევაა. 



მთავარ რეკომენდაციად  რჩება ის, რომ მოსახლეობას აცრისკენ მოვუწოდოთ, ხოლო მათ ვინც აცრილია ბუსტერ დოზით აიცრან.  ეს განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულებს ეხება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ომიკრონის კიდევ ერთი BA5  ვარიანტი, რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას დღიურად ერთეული შემთხვევები გვაქვს“, -  აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

იმნაძის თქმით აცრის  ტემპი ძალიან შემცირებულია და კვირაში რამდენიმე ასეულს აღწევს, მისივე თქმით მოსახლეობის ნახევარიც არ არის აცრილი.


რაც ეხება კოვიდპანდემიის მორიგ ტალღას, პაატა იმნაძე ამ თემასთან დაკავშირებით პროგნოზს ჯერჯერობით არ აკეთებს


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up