გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, 20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.