საქართველოში ეკონომიკის „დუღილთან“ ერთად სიღარიბეც გაიზარდა

საქართველოში ეკონომიკის „დუღილთან“ ერთად სიღარიბეც გაიზარდა

access_time2022-02-06 19:00:26

საქართველოს ეკონომიკისთვის 2021 წელი წარმატებული გამოდგა. ყოველ შემთხვევაში ამას გვეუბნებიან მთავრობის წარმომადგენლები და ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10.6%-ით გაიზარდა. ასეთი ტემპით ზრდა კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკამ პანდემიური რეცესიის შემდეგ აღდგენა მოახერხა. ამასთან, 3.1%-იანი ზრდა ფიქსირდება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებითაც.

თუმცა, თუ ჩვენ ეკონომიკას სტატისტიკური მონაცემებით ვაფასებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს ეკონომიკის ზრდის ფონზე სიღარიბის მაჩვენებელიც გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის განმავლობაში სოციალური შემწეობის მიმღებთან რაოდენობა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო.

ფართო და ობიექტური სურათის დასანახად შესაძლებელია სხვა სტატისტიკური მონაცემების გამოყენებაც, კერძოდ, ინფლაციის. საქსტატის ინფორმაციით 2022 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 13.9% შეადგინა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან სურსათის ჯგუფში ფასები გაცილებით სწრაფად გაიზარდა და მატებამ 16.2% შეადგინა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, საქართველოში 643 167 ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ღარიბები არიან. შესაბამისად, დაბალშემოსავლიანი ადამიანების სამომხმარებლო კალათა დიდწილად სურსათისგან შედეგება. ანუ გამოდის რომ ერთ წელიწადში 643 167 ადამიანს ცხოვრება არა 13.9%-ით, არამედ 16.2%-ით გაუძვირდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკის „მასშტაბური“ ზრდის ტემპის პარალელურად ხდება.

გარდა ამისა, არ უნდა დაგავავიწყდეს უმუშევრობის დონის სტატისტიკაც. სამწუხაროდ, ჯერჯერობით 2021 წლის სრული სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მსჯელობა 2021 წლის 3 კვარტლიდანაც შესაძლებელია. ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის ბუნებრივი დონე 21.9% იყო, მეორე კვარტალში 22.1%, ხოლო მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მესამე კვარტალში არსებული უმუშევრობის მაჩვენებელი მძიმე 2020 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში უმუშევრობის ბუნებრივ დონედ 3-4% ითვლება, თუმცა როგორც ვხედავთ საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

მოცემული სტატისტიკებიდან გამომდინარე მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელს ეკონომიკის „დუღილით“ მხოლოდ ერთეულმა ადამიანებმა იხეირეს, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი კი კვლავ გაჭირვებაშია. ხელისუფლების ერთი განცხადება კი ნამდვილად მართებულია, კერძოდ ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ევროპასა და რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა, თუმცა მსჯელობისას არა ზრდის ტემპით, არამედ მოცულობით უნდა ვიხელმძღვანელოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მაგალითად გერმანიის ეკონომიკა 4%-ით იზრდება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გამოდის, რომ მოცულობით ზრდა გერმანიის გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი, რადგან ზოგადად გერმანიის ეკონომიკის მოცულობა საქართველოსას მნიშვნელოვნად აღემატება.


ასე და ამგვარად, საქართველოს მსგავს მცირე ეკონომიკის ქვეყანას რეალური განვითარებისთვის ყოველწლიურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოს დიდი ხანია ორნიშნა ზრდა არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 2021 წელს, მაგრამ გასულ წელს ამ მასშტაბის ზრდის მიზეზი 2020 წლის დაბალი საბაზო ეფექტი იყო, კერძოდ, 2020 წელს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა.


წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up