საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 13.3%-ით გაიზარდა - საქსტატის 2021 წლის სტატისტიკა

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 13.3%-ით გაიზარდა - საქსტატის 2021 წლის სტატისტიკა

access_time2022-12-16 13:00:58

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 13.3 პროცენტით გაიზარდა და 12 645.1 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით. 2021 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2020 წელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტი), 147.9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48.9 პროცენტით მეტი) და 16.0 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 1.8-ჯერ მეტი).


საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 3.7 პროცენტით გაიზარდა და 1 256.5 ათასი მ3 შეშა შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია სხვა ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება.


2021 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 118.6 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია შეადგინა, რაც 14.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2021 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 801.2 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 226.5 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2020 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში (9.3 პროცენტით მეტი). მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა კერძო და სახელმწიფო მომსახურების დარგში. უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს ავტოტრანსპორტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებასაც.



გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 360.2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი).


ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 39.0 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (28.3 პროცენტი) და ელექტროენერგია (23.0 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.8 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენები, ხოლო დარჩენილი 5.0 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

2021 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ 528392251G ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია შინამეურნეობების სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 30.7 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 30.6 პროცენტი მოდის ტრანსპორტის, 18.0 პროცენტი - მრეწველობის, 3.9 პროცენტი - მშენებლობის, 0.5 პროცენტი - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 16.3 პროცენტი - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up