საქართველოში ევროკავშირის ახალი პროგრამა  „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ დაიწყო

საქართველოში ევროკავშირის ახალი პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ დაიწყო

access_time2022-03-22 16:50:00

საქართველოში ევროკავშირის ახალი პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ განხორციელება დაიწყო.
პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ითვალისწინებს წყლის რესურსების მართვის კუთხით არსებული პოლიტიკის, ახალი რეფორმების და ადგილობრივ დონეზე მათი განხორციელების მხარდაჭერას, ასევე, წყლის რესურსების, ჰაერის ხარისხის, მიწათსარგებლობისა და ნარჩენების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ სანდო მონაცემებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.


„ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საქართველო ეროვნული პოლიტიკის და კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციას ახორციელებს. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია - შემუშავდა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი და მნიშვნელოვნად გაფართოვდა წყლის მონიტორინგის ქსელი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში გარემოს დაცვის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა პროექტის დაწყების ღონისძიებაზე.


პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილი და მისი მთლიანი ბიუჯეტი 12,75 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა განხორციელდება 2022-2024 წლების განმავლობაში; განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება განმახორციელებელი ორგანიზაციების კონსორციუმი (ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), წყლის საერთაშორისო ოფისი - საფრანგეთი (OiEau), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE)).


პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ეყრდნობა ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე განხორციელებული პროექტების - ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი (EUWI+) და ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის II ფაზა (ENIS SEIS II East) - ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.



***
• პროექტი EUWI+ დაეხმარა საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის წყლის რესურსების მართვის პრაქტიკის საქართველოში ეტაპობრივ დანერგვაში. შემუშავდა ალაზანი-იორის და ხრამი-დებედას აუზების მართვის გეგმები და ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროსთან დაკავშირებულ საკითხებსაც მოიცავს. სამივე სააუზო მართვის გეგმა ჯამურად, მოიცავს 24,000 კმ² და 961,000 მოსახლეს.


• ENI SEIS II East პროექტი მხარს უჭერდა ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის (SEIS) პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელებას ბიომრავალფეროვნების, წყლის, მიწის, ნარჩენების და ჰაერის შესახებ გარემოსდაცვითი მონაცემების წარმოების და ინდიკატორების შემუშავების გასაძლიერებლად. პროექტმა ხელი შეუწყო ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას გარემოსდაცვითი შეფასებისა და აღრიცხვის სფეროში.


ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

თეგები:
პროგრამა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up