საქართველოში, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების  „Post Europ“ - ის თემატიკით შექმნილი საფოსტო მარკების „Europa 2022“ – ის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოში, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების „Post Europ“ - ის თემატიკით შექმნილი საფოსტო მარკების „Europa 2022“ – ის პრეზენტაცია გაიმართა

access_time2022-06-16 16:55:50

16 ივნისს, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზის  მხარდაჭერით,  ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების PostEurop - ის თემატიკით „მითები და ისტორიები“ შექმნილი საფოსტო მარკების „Europa 2022“ – ის პრეზენტაცია გაიმართა. მარკებზე, რომლებიც მიმოქცევაშია ივნისის თვიდან, გამოსახულია ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები „მედეა მიფრინავს იაზონთან“ და „ლეგენდა თბილისის დაარსებაზე“.

 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს Post Europ - ის თემატიკით შექმნილი „Europa 2022“ - ის საერთაშორისო საკონკურსო მარკის პოპულარიზაციას.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ლადო გუდიაშვილის ფონდის დავმჯდომარემ ელისაბედ ლორთქიფანიძემ.

 

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილემ ევია კოტანმა.


 

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების  PostEurop - ის ორგანიზებით, ევროპული მარკების  „Europa“ - ის საერთაშორისო კონკურსი იმართება. ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ „PostEurop“ - ის წევრი ქვეყნების ეროვნულ საფოსტო ოპერატორებს.  ქვეყნებს შორის, რჩეული მარკა გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით, ახორციელებენ რიგითი მოქალაქეები,

 

„Europa“ - ის საფოსტო მარკები, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომლის მრავალფეროვანი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში.

 

 ხმის მიცემა გრძელდება 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.

მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.

ღონისძიება გაიმართა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up