საქართველოში ფულბრაიტის პროგრამა ფართოვდება

საქართველოში ფულბრაიტის პროგრამა ფართოვდება

access_time2020-05-19 20:50:09

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ფულბრაიტის (Fulbright) პროგრამა აფართოებს „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) პროგრამის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ინგლისური ენის სწავლების შესაძლებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ვირტუალურად გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს Fulbright-ის პროგრამის 2016 წლის თანამშრომლობის მემორანდუმის დამატებას.

 

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ მომანიჭა უფლებამოსილება, დღეს ხელი მოვაწერო მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც უფრო მეტად გააფართოებს აშშ-სა და საქართველოს შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის არეალს. Fulbright-ის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ათობით მოქალაქე სარგებლობს ამ უნიკალური შესაძლებლობით და მათ აქვთ საშუალება, სწავლა გააგრძელონ ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დღეს Fulbright-ის პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება და მის ფარგლებში ამოქმედდება პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA), რაც ხელს შეუწყობს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესს. ამ მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის სტიპენდიატები ეწვევიან, რომლებიც რეგიონულ უნივერსიტეტებს ინგლისური ენის სწავლებაში დაეხმარებიან.

 


ფასდაუდებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების –როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობაში და პანდემიის პირობებში ეს მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. მადლობა ამ ყველაფრისთვის ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობასა და მის აღმატებულებას ქალბატონ კელი დეგნანს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

კელი დეგნანის თქმით, მოხარულია, რომ მეტი ახალგაზრდა ამერიკელის ჩამოყვანას შეძლებენ, საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლების ხელშესაწყობად.

 

„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მეტი ახალგაზრდა ამერიკელის ჩამოყვანას შევძლებთ საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლების ხელშესაწყობად. Fulbright-ის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტები არა მხოლოდ დაეხმარებიან ქართველ სტუდენტებს ინგლისური ენის შესწავლის გაძლიერებასა და განათლების მიღების პროცესში, არამედ შესაძლებლობას მისცემენ მათ, მეტი გაიგონ ამერიკული კულტურისა და ღირებულებების შესახებ“, – განაცხადა ელჩმა, კელი დეგნანმა.

 

აღსანიშნავია, რომ ETA-ს პროგრამას აქამდე აშშ-ის საელჩო საქართველოს უნივერსიტეტებთან პირდაპირი თანამშრომლობით ახორციელებდა. მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ ძალისხმევას, თანაბრად დააფინანსონ წელიწადში ინგლისური ენის სწავლების 6 ამერიკელი ასისტენტი, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საერთო ჯამში 30 ასისტენტის ჩამოყვანას გულისხმობს.

 

Fulbright-ის თანამშრომლობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არის იმ ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომლითაც საქართველო ცდილობს, გააფართოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ინტერნაციონალიზაციის, პროფესიული განვითარებისა და სასწავლო გეგმის შემუშავების კუთხით, რეგიონულ უნივერსიტეტებზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობის გზით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up