საქართველომ 10 თვეში 346 ტონა ზეითუნის ზეთი შემოიტანა - ტოპ-3 იმპორტიორი ქვეყანა იტალია, ესპანეთი და თურქეთია

საქართველომ 10 თვეში 346 ტონა ზეითუნის ზეთი შემოიტანა - ტოპ-3 იმპორტიორი ქვეყანა იტალია, ესპანეთი და თურქეთია

access_time2022-11-28 18:00:30

2021-2022 წლების საექსპორტო სეზონზე, რომელიც 31 ოქტომბერს დასრულდა, თურქმა ზეითუნის ზეთის მწარმოებლებმა პროდუქცია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდეს.


თურქული მედიის ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობა წინა საექსპორტო სეზონთან შედარებით, წონაში 32 პროცენტით, 44 ათასიდან 58 ათას ტონამდე გაიზარდა, ხოლო ფასებში 50 პროცენტით - 134 მილიონ 877 ათასი დოლარიდან 201 მილიონ 687 ათას დოლარამდე.


აშშ გახდა თურქული ზეითუნის ზეთის ყველაზე დიდი მომხმარებელი, სადაც 75 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია იქნა მიწოდებული.



მათ მოსდევს: ესპანეთი ($24 მილიონი), იაპონია ($17 მილიონი), საუდის არაბეთი ($10 მილიონი) და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ($5 მილიონი).


სად ყიდულობს საქართველო ზეითუნის ზეთს? როგორც საქსტატის სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველო ძირითადად იტალიიდან იმპორტირებულ ზეითუნის ზეთზეა დამოკიდებული, ხოლო თურქული ზეითუნს ზეთის წილი წელს 15%-ია. 


მაშ ასე, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 346.20 ტონა ზეითუნის ზეთი და მისი ფრაქციების იმპორტი განახორციელა, რაშიც ქვეყანამ 1,649.17 ათასი დოლარი გადაიხადა. მიმდინარე წლის მთლიანი ექსპორტის 35%-ი იტალიიდან იმპორტირებულ ზეითუნის ზეთს უკავია, ხოლო იმპორტის 25%-ი ესპანეთიდან იმპორტირებულ ზეითუნის ზეთს. აღსანიშნავია, რომ თურქეთი ტოპ-3 იმპორტიორ ქვეყანას შორისაა, რომლის წილიც იმპორტში 15%-ს შეადგენს.


აღსანიშნავია ისიც, რომ ზეითუნის ზეთის წარმოება საქართველოშიც დაიწყო. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up