2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა ხახვის იმპორტი განხორციელდა.
ყველაზე დიდი რაოდენობით 1.3 მლნ აშშ დოლარის 3 547 ტონა ხახვი რუსეთიდან შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 55%-ია.
ხახვის იმპორტი ასევე განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან.
აზერბაიჯანი - 703.6 ათასი აშშ დოლარის 1 869 ტონა
თურქეთი - 376.6 ათასი აშშ დოლარის 953.3 ტონა
ჩინეთი - 43 ათასი აშშ დოლარის 56.5 ტონა
ირანი - 23.8 ათასი აშშ დოლარის 42 ტონა
ნიდერლანდები - 12.4 ათასი აშშ დოლარის 7 ტონა