საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგი საერთაშორისო ტენდენციებს აქტიურად უწყობს ფეხს

საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგი საერთაშორისო ტენდენციებს აქტიურად უწყობს ფეხს

access_time2022-10-10 19:00:16

„საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგი საერთაშორისო ტენდენციებს აქტიურად უწყობს  ფეხს“, - ამის შესახებ „ბიზნესფორმულას“ ეთერში Echolize –  ის  დამფუძნებელმა გოგა ბერიძემ ისაუბრა, მისი თქმით ის ტენდენციები, რომელიც დასავლურ განვითარებულ ქვეყნებში ინერგება, რამდენიმე კვირაში საქართველოშიც გადმოდის. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ადრე ინფლუენსერ მარკეტინგის მიმართულებით ტექსტური და ბანერული რეკლამა იყო წამყვანი და პოპულარული , დღეს ეს ვიდეო კონტენტმა ჩაანაცვლა.


„ჩვენი კომპანიაც აქტიურად გეგმავს მიკრო და ნანო ინფლუენსერების კატეგორიას, ეს მიმართულება დღეისათვის ძალიან ტრენდულია. არსებობს სელებრითების კატეგორიაც.


რაც შეეხება გამოწვევებს, ეს  მიმართულება ჩვენთან რამდენიმე წელია არის და რამდენიმე ასპექტი დასახვეწია. მაგალითად მე მარკეტერებს მოვუწოდებდი, რომ ინფლუენსერ მარკეტინგი ბრმად არ გააკეთონ და კონტენტ კრეატორების  შეფასებისას მხოლოდ გამომწერების რაოდენობას არ შეხედონ და არ ჩათვალონ, რომ რამდენი გამომწერიც ჰყავს  ადამიანს, აუცილებლად იმდენივე ნახავს კონტენტს. არსებობს საიტები, რომლითაც შესაძლებელია  ამ თუ იმ კრეატორის  ინსატიების გადამოწმება, ასევე  იმის გადამოწმებაც  ჰყავს თუ არა ყალბი გამომწერები, როგორია  გამომწერების ასაკობრივი კატეგორია და  გეოგრაფია“,  აღნიშნა გოგა ბერიძემ.

 


ბერიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარკეტერმა იცოდეს თუ რა  მიმართულებაზე მუშაობს ინფლუენსერი, აქვს თუ არა  თავისი ნიშნა, მომხმარებლის  ნდობას  კარგავს ის ფაქტი, როდესაც  კრეატორი ერთ  დღეს ავტომობილის რეკლამას აკეთებს და მეორე დღეს საკვების და მესამე დღეს  თავის მოვლის საშუალებების. მისივე თქმით ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლუენსერი არეკლამებდეს იმ მიმართულებას რომელსაც თვითონ იყენებს.

 

„ჩვენ დაკვირვებული ვართ, რომ თუ ინფლუენსერი ერთი ნიშა  აქვს  დაჭერილი და იმის  გარშემო საუბრობს,  ინგეიჯმენთი 10%  ის  ფარგლებშია, რაც  ძალიან  მაგარი შედეგია,  მაგრამ  როდესაც კრეატორი ურევს კონტენს, ყველაფრის ანბოქსინგს აკეთებს და ყველაფერს გასთორავს, რასაც საჩუქრად გაუგზავნიან, ინგეიჯმენთი სადღაც  1% - ია. ასე რომ თუ ეს  ყველაფერი ბრენდს გათვალისწინებული არ აქვს,  ძალიან რთულია  სწორი კამპანიის  წარმოება.

 

 ერთი კონკრეტული ნიშნა უნდა აირჩიო და იმის  გარშემო ისაუბრო აუდიტორიასთან და იქ არტისტიზმი და ემოციები დამატებით როლს თამაშობს. შეიძლება კრეატორს ჰყავდეს 20 000  გამომწერი  და თითო კონტენტში  უფრო  მეტს  გამოიმუშავებდეს, ვიდე ჰყავდეს 150 000“, - აღნიშნა  გოგა ბერიძემ.

 

ბერიძის  თქმით ინფლუენსერობის  კუთხით , საქართველოში პირველ ადგილზე  ინსტაგრამი,  შემდეგ  კი  Tik- tok  - ია,  თუმცა მისი პოპულარობა  თანდათან იზრდება და  ინსტაგრამს დაეწევა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up