საქართველოში კარტოფილისა და კივის იმპორტი  გაიზარდა

საქართველოში კარტოფილისა და კივის იმპორტი გაიზარდა

access_time2023-02-18 17:00:09

2022 წლის ნოემბერში საქართველოში ბოსტნეულითა და ხილით საგარეო ვაჭრობაში ერთდროულად რამდენიმე ცვლილება მოხდა.  ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კარტოფილის იმპორტი, ხოლო ამ პროდუქტის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა. ასევე, ქართველმა იმპორტიორებმა კივის იმპორტი გააორმაგეს, ხოლო სასათბურე პროდუქციის სეგმენტში კიტრის, ყაბაყისა და ტკბილი წიწაკის იმპორტი გაზარდეს.


2022 წლის ნოემბრიდან საქართველოში კარტოფილის სეზონის განვითარების ტენდენციები გასული წლის საპირისპირო აღმოჩნდა.


EF Trade Alerts — კარტოფილი

კარტოფილის ადგილობრივი მარაგების შემცირების ფონზე, ქვეყანას იმპორტის მკვეთრი ზრდა მოუწია, ხოლო ამ პროდუქტების ექსპორტი დაეცა, თითქმის ხუთწლიან მინიმუმამდე. მთლიანობაში, ნოემბერში საქართველოს ბაზარზე 1,7 ათასი ტონა კარტოფილი შემოვიდა (2021 წლის ნოემბერთან შედარებით 21-ჯერ მეტი), ქვეყნიდან კი მხოლოდ 275 ტონა გავიდა.



აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქართული კარტოფილი აქტიურად მიეწოდებოდა რუსულ ბაზარს და უკვე 2022 წლის ნოემბერში რუსეთი გახდა ამ პროდუქტების მთავარი მიმწოდებელი საქართველოსთვის. რუსეთის ფედერაციის გარდა, ქართველმა იმპორტიორებმა კარტოფილი ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და თურქეთიდან იყიდეს, ხოლო ნოემბერში ქართული კარტოფილის ერთადერთი მყიდველი აზერბაიჯანი იყო.


EF Trade Alerts -კივი

ხილის სეგმენტში ნოემბერში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კივის საგარეო ვაჭრობაში დაფიქსირდა, რომლის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ თავად საქართველო ამ ხილის შედარებით მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თვეში კივის იმპორტი საქართველოში თითქმის სამჯერ გაიზარდა და 425 ტონას მიაღწია და პრაქტიკულად ამ ხილის ერთადერთი მომწოდებელი ქართულ ბაზარზე, გასული წლის ნოემბრის მსგავსად, ირანი იყო.


ნოემბერი საქართველოში ტრადიციულად სათბურის ბოსტნეულის იმპორტის აქტიური ზრდის თვედ იქცა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა წლის ნოემბერთან შედარებით, იმპორტის მოცულობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up