საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 21:03 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტში სკოლის შენობა და 20-მდე სახლი დაზიანდა. მიწისძვრას მომდევნო საათების განმავლობაში რამდენიმე, შედარებით მცირე მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა.
1tv.ge