საქართველოში კიდევ ორი დაცული ტერიტორია დაარსდა

საქართველოში კიდევ ორი დაცული ტერიტორია დაარსდა

access_time2022-10-20 20:10:39

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, მთავრობის ინიციატივით, ორი კანონპროექტი - „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ მომზადდა.


კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.


პარლამენტმა „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი 76 ხმით, ხოლო „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ 85 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.


დღეისათვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 800 000 ჰექტარს შეადგენს და ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 12%-ია, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია კიდევ 100 000 ჰექტრით დაცული ტერიტორიების ზრდა.



ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გაგრძელებაზე იქმნება და ჯამში 13 ათას ჰექტარ ფართობს მოიცავს. ეს არის პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია, რომელიც აღიარებული მეცნიერის, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს უკავშირდება.


სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის შექმნა ქურციკების პოპულარიზაციის აღდგენას შეუწყობს ხელს და დაცული ტერიტორიების რეჟიმს გაავრცელებს იმ ფართობებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნებით არის გამორჩეული.


რაც შეეხება რაჭის დაცულ ტერიტორიებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 894 ჰექტარ ფართობზე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნება  დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას.


რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად შეიქნება ადმინისტრაციული ცენტრი, რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს - ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები. აღსანიშნავია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up