საქართველოში კივის მოსავლის მხოლოდ 40%-ა ხარისხიანი

საქართველოში კივის მოსავლის მხოლოდ 40%-ა ხარისხიანი

access_time2021-11-17 17:30:15

დასავლეთ საქართველოში „ჰეივორდის“ ჯიშის კივის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. ფერმერები EastFruit-თან საშუალო მოსავლიანობაზე, ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურ ფასსა და გაზრდილ საექსპორტო ფასებზე საუბრობენ. მთლიანობაში ამინდმა დიდი ზიანი არ მიაყენა წლევანდელ მოსავალს, მაგრამ ზაფხული-შემოდგომის მიჯნაზე ინტენსიურმა წვიმებმა მაინც იქონია გავლენა პროდუქტის ზომებზე. იგივე მოხდა ამ სეზონზე მანდარინის შემთხვევაშიც.



საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის დემურ ფიფიას თქმით, წინასწარი მონაცემებით, კივის მოსავლიანობამ 90-100 ტონა უნდა შეადგინოს, რაც საშუალო მოსავლიანობას ნიშნავს. ასოციაცია თავის მოსავალს კომპანია Nergeta-ზე ყიდის, რომელიც საქართველოში კივის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია. Nergeta-ს თავისი მოთხოვნები აქვს: ის ფერმერებისგან მხოლოდ მსხვილ ნაყოფს ყიდულობს (მინიმუმ 90 გრ). დანარჩენ მოსავალს ასოციაცია ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.




Nergeta-ფ შესასყიდი ფასი შარშანდელი 3,8 ლარიდან წელს 4,5 ლარამდე ასწია. გაცილებით მაღალი ფასის მიუხედავად ფერმერები ამაში მნიშვნელოვან სარგებელს ვერ ხედავენ, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა საქონელზე ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამასთან მთელ მოსავალში ხარისხიანი პროდუქცია 30-40%-ს შეადგენს. წვრილი ნაყოფის ფასი ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამზე საშუალოდ 2 ლარს შეადგენს, რაც, ფერმერების თქმით, უკვე რამდენიმე სეზონია, არ იცვლება.



ფერმერები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ ფასებზე იმპორტი ახდენს გავლენას - განსაკუთრებით ირანიდან. საქართველოდან კივი მცირე მოცულობებით გადის ექსპორტზე იაპონიასა და გერმანიაში. ამასთან, იმპორტი მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება და ყველაზე მეტი კივი ნოემბერი-აპრილის პერიოდში შემოდის. გასულ სეზონზე (ნოემბერი-აპრილი) იმპორტმა 1 183 ტონა შეადგინა, როდესაც ადგილობრივმა მოსავალმა შარშან 1 500 ტონა შეადგინა. მონაცემები გვიჩვენებს, რომ იმპორტი ყოველწლიურად იაფდება. ოქტომბერში 1 ტონა იმპორტული კივი საქართველოში $390-ად შემოდიოდა, რაც 15%-ით ნაკლებია 2018 წლის ოქტომბრის ფასზე.


EastFruit





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up