„საქართველოში „კომბუჩაზე“ მოთხოვნამ, მოლოდინს გადააჭარბა“ -  როგორია კომპანია „ვინ“ კომბუჩას გეგმები

„საქართველოში „კომბუჩაზე“ მოთხოვნამ, მოლოდინს გადააჭარბა“ - როგორია კომპანია „ვინ“ კომბუჩას გეგმები

access_time2023-03-11 16:00:08

„კომბუჩა“ ფერმენტირებული, მსუბუქად შუშხუნა, მოტკბო-მომჟავო პროფილის სასმელია, რომელსაც ხშირად, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე გამაგრილებელ სასმელადაც მოიხმარენ. სწორედ ამიტომ ნინო ფიროსმანიშვილმა და ნინო გოგიაშვილმა „კომბუჩას“  წარმოება გადაწყვიტეს და შპს ორგანიკ კომბუჩა ჯორჯიას ბრენდი დასახელებით  „ვინ“ კომბუჩა დააფუძნეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი ნინო ფიროსმანიშვილი აღნიშნავს, “ვინ” კომბუჩა ბაზარზე 2022 წლის შემოდგომიდან ოპერირებს. 

 

 

.„ვქმნით ფერმენტირებულ, გამაჯანსაღებელ სასმელს - „კომბუჩას“. შპს ორგანიკ კომბუჩა ჯორჯიას ბრენდის დასახელება “ვინ“, სწორედ მისი ცოცხალი ბუნების გამო გადავწყვიტეთ. გვსურდა შეგვექმნა ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს და ჯანმრთელობას გააუმჯობესებდა. ბევრი არ გვიფიქრია, როდესაც  „კომბუჩას“ უნიკალურ შემადგენლობას გავეცანით და მისი დადებითი თვისებები საკუთარ თავზე გამოვცადეთ. 

 


 

შევუდექით რთულ და ამავდროულად ძალიან საინტერესო გზას. დავიწყეთ “კომბუჩას“ წარმოების სიღრმისეული შესწავლა. გავეცანით უცხოურ სამეცნიერო ნაშრომებს. დავამყარეთ კონტაქტები ამერიკელ მწარმოებლებთან, რომელთაც ვუზიარებდით საკუთარ გამოცდილებებს. “კომბუჩას“ წარმოების პროცესი 2  წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩვენი მიზანი “კომბუჩას“ ავთენტურობის შენარჩუნება და ამავდროულად ქართველ მომხმარებელზე მორგებაა“ -  აღნიშნა ნინო ფიროსმანიშვილმა. 

 


 

როგორც ფიროსმანიშვილი გვიყვება, ბაზრის კვლევა „პოლარისმა“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით „კომბუჩას“ ბაზარი 2.59 მილიარდ აშშ დოლარად არის  შეფასებული,  2021 წელს და ყოველწლიურად მისი  ზრდა 15.7 % -ით არის მოსალოდნელი .  მისივე  თქმით  საქართველოში „კომბუჩაზე“ მოთხოვნამ  მოლოდინს  გადააჭარბა.  ტურისტებისგანაც ხშირად ვიღებთ მადლიერების წერილებს. 

 

 


“ვინ კომბუჩა“ ხელმისაწვდომია „გუდვილის“ , “ევროპროდუქტის“ , “ორგანიკასა” და “გურმანია რითეილის” სავაჭრო ქსელებში, ასევე რესტორნებსა ბარაბში: “სტრადა“, “კივი ვეგან კაფე“, “ველერი“ , “ქრაფთ ვაინ ბარი” და  სხვა“ -  აღნიშნა ნინო ფიროსმანიშვილმა. 

 

 

 

ფიროსმანიშვილის  თქმით  საქართველოს ბაზარზე „კომბუჩას“ მიმართულებით კონკურენცია ჯანსაღია, რაც განვითარების და ზრდის საშუალებას იძლევა. რაც შეეხება  წარმოებას, როგორც  კომპანიის  თანადამფუძნებელი გვიყვება“ვინ კომბუჩა“ გადის სრული ფერმენტაციის პროცესს, არის გაუფილტრავი, ფერმენტირდება შუშის ქილებში, რაც უზრუნველყოფს გემოვნური და სასარგებლო თვისებების უკეთ წარმოჩენას. მისივე თქმით ორიგინალი “კომბუჩას“ არომატის გამრავალფეროვნება ხდება 100% ბუნებრივი პროდუქტებით.



ესენია: 

 

 

ცოცხალი როზმარინი, 

ცივად დაწურილი ჯინჯერი, 

ცივად დაწურილი გრეიფრუტი

ცივად დაწურილი მოცვი, 

ჰიბისკუსი და სვია. 

 

 

კომპანიის საწარმო რუსთავში მდებარეობს, მისი საწყისი ინვესტიცია  120 000 ლარს შეადგენს. როგორც  კომპანიის  თანადამფუძნებელი და  დირექტორი  აღნიშნავს, მზარდის მოთხოვნის  მიზნით „ვინ კომბუჩა“  წარმოების გაზრდა და  საქართველოს ფარგლებს  გარეთ  გასვლას გეგმავს. გარდა ამისა კომპანია  საგრანტო  კონკურსებშიც  მიიღებს  მონაწილეობას. 




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up