საქართველოში 17 ოფშორული ზონიდან 898 კომპანიაა რეგისტრირებული

საქართველოში 17 ოფშორული ზონიდან 898 კომპანიაა რეგისტრირებული

access_time2021-11-07 16:00:28

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კომპანიები რეგისტრირებულია 17 ოფშორული ზონიდან. 

ამავე მონაცემებში, საქართველოში ყველაზე მეტია კვიპროსიდან (221 კომპანია), ყველაზე ცოტა კი ბაჰამის კუნძულებიდან (2 კომპანია). 

ის კომპანიები, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული, იხდიან ნაკლებ გადასახადებს, ან მალავენ ინფორმაციას კომპანიის მფლობელისა და სხვა ფინანსური დეტალების შესახებ.

რა არის ოფშორი?

ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი ამ ქვეყნის რეზიდენტი იყო, ან რეგისტრირებული ოფისი (ბიზნეს წარმომადგენლობა) გქონდეს, ამის გარეშეც შეძლებ ოფშორული ქვეყნის წესებით და გადასახადებით ისარგებლო.

თუ გინდა გაექცე სახელმწიფო ბიუროკრატიას, გარკვეულ სამართლებრივ კონტროლს და გადასახადების ნაწილს, ოფშორი ამ მხრივ მართლაც „სამოთხეა“.

მსოფლიოში ათობით ოფშორული ტერიტორიაა. ოფშორული ქვეყნებისთვის ასეთი სამართლებრივი სისტემა შემოსავლიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებათ, რომელთა გამოყენება სავალდებულოა.

ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა, ბაჰამის კუნძულები, ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერზი, ჰონგ კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ და ა.შ.


რატომ იყენებენ ოფშორს?

კომპანიის ოფშორში რეგისტრაციის მთავარი მოტივატორი საგადასახადო შეღავათებია. ეს ეხება კორპორატიულ გადასახადებს: მოგებაზე, დივიდენდზე და შემოსავალზე დაწესებულ გადასახადებს. რადგან განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად მაღალი გადასახადებია, კაპიტალის მოცულობა კი ტრილიონობით დოლარია, ფინანსების ნაწილი ოფშორებში მიედინება.

ზოგიერთი ბიზნესმენისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მოტივატორი კონფიდენციალობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი სტანდარტებია, თუმცა, ეს იმავდროულად ფულის „გათეთრების“ შესაძლებლობას ამარტივებს. ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიების მეშვეობით, პიროვნებებს შეუძლიათ ისე აწარმოონ აქტიური ბიზნეს საქმიანობა, რომ მათი ვინაობა ცნობილი არ გახდეს.

ოფშორებს ხშირად იყენებენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ისე სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობა ეკრძალებათ/ეზღუდებათ ან სიმდიდრის გამოჩენა არ უნდათ, რომ ამან მორალურად არ დააზიანოთ. ამის ნათელი მაგალითი იყო „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული „პანამის დოკუმენტები“. ოფშორული კომპანიების კონფიდენციალური ბაზის დოკუმენტების მოპოვების საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ ასზე მეტი, მათ შორის მოქმედი პოლიტიკოსი ოფშორულ კომპანიებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და „ფულის გასათეთრებლად“ იყენებდნენ. გამოვლინდა არამარტო მათი ოფშორებთან კავშირი, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში კანონდარღვევაც კი.

ზოგადად ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება, როგორც წესი, აკრძალული არ არის, მაგრამ ზრდის კორუფციის და თაღლითური ოპერაციების რისკს. მაგალითად, რადგან ხელისუფლების წევრებს სახელმწიფო შესყიდვებში და პროგრამებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, შეუძლიათ, ჰქონდეთ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები და ამ კომპანიებით ან ამ კომპანიების შვილობილი კომპანიებით მიიღონ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. ამასთან, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ფარული ბენეფიციარი თანამდებობის პირია, მას მაღალი ალბათობით შეუძლია, საკუთარ კომპანიას არაკონკურენტული პირობებით მოაგებინოს ტენდერი ან მიაღებინოს სხვა სახის სახელმწიფო დაფინანსება. შესაძლებელია, ბიუჯეტის ფულის გაცემაზე პასუხისმგებელი და ამ ფულის მიმღები პირი ერთი და იგივე ადამიანი იყოს.

ცნობისთვის, ბოლო წლებში განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად განიხილავენ ოფშორებიდან მომავალი რისკების შემცირების შესაძლებლობებს და თანდათან მკვიდრდება ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნების მაღალი სტანდარტი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ანტიკორუფციული ქსელის წევრი საქართველოცაა და შესაბამისად, ეს რეკომენდაცია მასაც ეხება. მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღალი დონის კორუფციის არსებობის გამო, აღნიშნული რეკომენდაციის შესრულება აუცილებელიცაა.

სპეციალისტების მტკიცებით, საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით. საქართველომ უნდა შეასრულოს OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში, „საპარტნიორო ფონდის” პროექტებში ან სხვა სახელწიფო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას.


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: ifact.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up