ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.
„50 პაციენტი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. მომართვიანობა გაიზარდა იმის გამო, რომ გაიზარდა დადასტრულებულიშემთხვევების რაოდენობა. ყველა, ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან იყო კონტაქტში თვლის საჭიროდ, რომ თავი შეიმოწმოს. ახლა შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული და არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი. ახლა ჩვენთან სულ იმყოფება 12 დადასტურებული შემთხვევა. ამ 12-დან სამი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა იმ პირთან, ვინც იტალიაში დაინფიცირდა. რაც შეეხება ნიკა გამყრელიძეს, ის ამ სამიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
1tv