საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა 97%-ზე მეტი აუცრელი იყო

საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა 97%-ზე მეტი აუცრელი იყო

access_time2022-02-04 13:00:16

საქართველოში კოვიდის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვირუსს სულ 13 800 ადამიანი შეეწირა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა - 13 415 პაციენტი, ანუ გარდავლილთა 97.2%, აუცრელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლების ანგარიშშია ნათქვამი.

 

როგორც 2020 ასევე 2021 წლებში პანდემიამ უმეტესწილად ასაკიანი ადამიანები იმსხვერპლა. 2020 წელს საქართველოში 60 წელს ქვემოთ საერთო სიკვდილიანობაში ზრდა არ დაფიქსირებულა, 60 წელს ზემოთ კი ოქტომბრიდან აღინიშნა, 2021 წელს 60 წელს ზემოთ ნამატი სიკვდილი თორმეტივე თვის განმავლობაში დაფიქსირდა, ხოლო 60 წლამდელ ადამიანებში აგვისტოდან.

 

როგორც ინფიცირებულებში, ასევე გარდაცვლილებში უმეტესობა ქალია. 2020 წელს ინფიცირებულთა 57.2%, ხოლო 2021 წელს ინფიცირებულთა 56.1% იყო ქალი, კოვიდით გარდაცვლილებში კი ქალების წილი 52%-ს შეადგენს. აღსანიშნავია მთლიან მოსახლეობაში 51.8% ქალია და 48.2% კაცი. ახალდაბადებულებში 52% ბიჭია, მაგრამ უკვე 40 წლიდან სურათი საპირისპიროდ იცვლება, 60 წლის ასაკში ქალების წილი 55%-ს აღწევს, 70 წლის ასაკში 60%-ს, 80 წლის ასაკში 66%, 85 წლის ზემოთ კი 70%-ს.

 

საქართველოში 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანთა წილი მთელს მოსახლეობაში 9.9%-ს შეადგენს, თუმცა კოვიდით გარდაცვლილთა 60.2% ამ ასაკობრივ კატეგორიაზე განაწილდა. 0-49 წლის ასაკის ადამიანთა წილი 65%-ს აჭარბებს, ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდით გარდაცვლილთა 4.4% განაწილდა.

 

გარდაცვლილთა 41%-ს ჰიპერტენზია აღენიშნებოდა, 25.9%-ს დიაბეტი, 8.2%-ს ემბოლია, 5.6%-ს ონკოლოგიური დაავადება, 4.7%-ს ფილტვის ქრონიკული დაავადება.

 

მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, საქართველოში 2021 წლის 15 მარტიდან. თავიდან ის მხოლოდ მედპერსონალისთვის და 75 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის იყო ხელმისაწვდომი. დაბალი მიმართვიანობის გამო, მალევე ასაკობრივმა ზღვარმა ჯერ 65, შემდეგ კი 55 წლამდე დაიწია. მაისიდან სინოფარმის შემოსვლასთან ერთად აცრა ყველა სრულწლოვანისთვის იქნა დაშვებული. ამ პერიოდიდან იწყება რეგისტრაციის პრობლემები, რამაც რამდენიმე კვირას გასტანა. ქვეყანაში ფაიზერის შემოსვლის შემდეგ აგვისტოში ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 20-25 ათას მიაღწია და სექტემბრიდან ისევ კლება დაიწყო.


 

NCDC-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ ვაქცინაციის მოწოდების კამპანია აწარმოეს, თუმცა მძლავრ ანტივაქსერულ კამპანიაზე არაფერი წერია. მართალია პრემიერი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, მინისტრები და დეპუტატები კამერების წინ აიცრნენ, მაგრამ ანტივაქსერული კამპანიის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. თვითმართველობის არჩევნების წინ ინფექციონისტები პოლიტიკოსებს ბანერზე აცრის სასარგებლო მოწოდების გაკეთებას სთხოვდნენ, მათ ნაწილობრივ მხოლოდ ალეკო ელისაშვილმა დაუჯერა, (სატელევიზიო რეკლამის დროს) რომლის პარტიამაც თბილისში 2.5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

 

პრემიერმა მწვანე პასპორტებისა და 60 წელს გადაცილებულ პირებში 200 ლარიანი წამახალისებელი აქციის შესახებ მხოლოდ ნოემბერში არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განაცხადა. 2 მწვანე პასპორტით საქართველო უნიკალური ქვეყანა გახდა, ორივე მათგანმა არსებობა ორ თვეში შეწყვიტა. სწორედ ნოემბერში სულ რაღაც 30 დღეში საქართველოში კოვიდით გარდაცვალების რეკორდული - 2009 შემთხვევა აღირიცხა.

 

თუ არ ჩავთვლით „დაჩიპვის“ შიშს, ანტივაქსერები ვაქცინის საწინააღმდეგოდ ძირითადად სამ არგუმენტს იშველიებდნენ: შესაძლო სამედიცინო გართულებებს, იძულების თავისუფლების ხელყოფად მიჩნევასა და იმ ფაქტს რომ აცრილებიც ავადდებოდნენ. მათ არაფერი უთქვამთ იმის შესახებ თუ როდის შეამოწმეს ლაბორატორიულად წითელას ვაქცინა, რატომ არ გააპროტესტეს თავის დროზე კომენდანტის საათი და არც ის, რომ ინფიცირების მიუხედავად ვაქცინირებული ადამიანი თითქმის სრულად იყო დაცული კოვიდით გარდაცვალების რისკისგან.

 

15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 1.151 მლნ სრულად აცრილი ადამიანიდან კოვიდი 74 804-ს დაუდასტურდა. დროის იმავე პერიოდში 73 774 ბუსტერ დოზით აცრილიდან კოვიდით 133 დაავადდა. აუცრელი 2.5 მლნ ადამიანიდან კი 662 ათასი. აუცრელებში ინფიცირების მაჩვენებელმა 25.96%-ს გადააჭარბა, ორჯერადად აცრილებში 6.49% შეადგინა, სამჯერ აცრილებში კი 0.19%. ინფიცირების რისკი აუცრელებში ორჯერადად აცრილებთან შედარებით 4-ჯერ, 3-ჯერად აცრილებთან შედარებით კი 137-ჯერ მეტი იყო.

 

15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ბუსტერ დოზით აცრილებში ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 6 პირს დასჭირდა, ორჯერადად აცრილ პირებში 8414-ს და აუცრელებში 130 648-ს. სხვაობა კიდევ უფრო დიდია ლეტალობასთან დაკავშირებით. დროის მოცემულ მონაკვეთში კოვიდით 2 დოზით აცრილი 385 ადამიანი დაიღუპა, აუცრელებში კი მსხვერპლმა 10 805-ს მიაღწია, თუ მათ 15 მარტამდე გარდაცვლილებსაც დავუმატებთ აუცრელებში მსხვერპლი 13 415-მდე გაიზრდება.

 

კვლევის ძირითადი ეტაპი დეკემბერში სრულდება. იმავე პერიოდში საქართველოში ომიკრონმა შემოაღწია, რომელსაც ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება, მაგრამ ამავე დროს დაბალი ლეტალობა ახასიათებს. ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობა კლებულობს, მაგრამ გართულებებისა და ლეტალობის თავიდან ასაცილებლად ის კვლავ საუკეთესო გამოსავლად რჩება.

 

იანვარში საქართველოში ინფიცირების რეკორდული - 241 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალებით კი 1180 გარდაიცვალა, რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ნოემბერ-დეკემბრის ფონზე შედარებით დაბალი. ანალოგიური ვითარებაა მსოფლიოშიც სადაც იანვარში ინფიცირების 89 მლნ ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მეტი ვიდრე 2020 წელს მთლიანად, თუმცა თუ 2020-ში კოვიდისგან 1.943 მლნ ადამიანი დაიღუპა, 2022 წლის იანვარში სიკვდილიანობა 8.3-ჯერ 235 ათასამდე შემცირდა. საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ომიკრონის პანდემიის დასრულების ჯერჯერობით დაუდასტურებელ იმედს აჩენს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up