საქართველოში მანდარინი გაძვირდა. საუბარია ფასის საშუალოდ 20%-იან ზრდაზე. ინფორმაციას პორტალი eastfruit ავრცელებს.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, იქ მანდარინის ფასები ან სტაბილური დარჩა, ან გაიზარდა, თუმცა უფრო ნელი ტემპით.
ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში გაძვირდა კიტრიც, თუმცა ნაკლები, 12 პროცენტით.