საქართველოში 2 ახალი ბრენდი, MARC O'POLO და DKNY შემოდის.
როგორც „გალერია თბილისში“ გადაცემას „ბიზნესი რუსთავი 2-ზე განუცხადეს, აღნიშნული ბრენდები საქართველოს ბაზარზე ამ დრომდე არ ოპერირებდნენ. ისინი პირველად სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გამოჩნდებიან.
MARC O'POLO შვედურ-გერმანული მოდის ლეიბლია, რომელსაც 50 წელზე ხანგრძლივი ისტორია აქვს; რაც შეეხება DKNY -ს, ის ამერიკული ბრენდია და ის 1984 წელს ნიუ იორკში დიზაინერმა დონა კარანიმ დააარსა.
მათთან ერთად, „გალერია თბილისს“ კიდევ ერთი ბრენდი, Tommy Hilfiger-იც დაემატება.