ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა 20 თებერვალს ჩაატარეს ღონისძიება „პოლიტიკის დიალოგი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტვირთის შემცირების მიდგომების ინტეგრირება: მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში.“
მარილის მაღალი მოხმარება ჰიპერტენზიისა (მაღალი არტერიული წვნევის) და სხვა არაგადამდები დაავადებების მთავარი რისკფაქტორია. არაგადამდები დაავადებები ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის ძირითადი მიზეზია გლობალურად და საქართველოში და, ამასთანავე, წარმოადგენენ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს.
მარილის მიღების შემცირება იწვევს არტერიული წნევის და, შესაბამისად, არტერიული ჰიპერტენზიის და მისი გართულებების - მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გავრცელების და ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას. საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 მგ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება WHO-ს მიერ რეკომენდებულ დოზას (5 მგ/დღე).
საქართველოში, მაღალი არტერიული წნევა მოსახლეობის, დაახლოებით 40%-ს აწუხებს. თქვენს ქვეყანაში, მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით - მამაკაცებში. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დოზაზე ორჯერ მეტია. საქართველოში, მარილის მოხმარება კულტურულ ასპექტებთანაც არის დაკავშირებული. ადამიანები, მარილს საკვების მომზადების პროცესშიც ამატებენ. ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით დიდი პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ეს ასევე ეხება, ეკონომიკას, საკვებ ინდუსტრიას, ტურიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას და ბევრ სხვა დარგს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პლატფორმის ფარგლებში, მარილის შემცირების სტრატეგიაზე ვიმსჯელეთ, - აცხადებს სილვიუ დომენტე, აქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
საქართველოში არაგადამდები დაავადებების, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა.