საქართველოში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრები

საქართველოში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრები

access_time2022-02-14 11:00:03

საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, სადაც ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. ბოლოს მიწისძვრა მსხვერპლით 2002 წელს თბილისში დასრულდა, თუმცა იქამდე იყო გორისა და რაჭის გაცილებით უფრო მასშტაბური კატასტროფები. რაც შეეხება რეგიონს, ყველაზე დიდი მსხვერპლი 1988 წელს სპიტაკის მიწისძვრას მოჰყვა.

 

მიწისძვრას მაგნიტუდითა და ბალებით ვზომავთ. გავრცელებული მცდარი მოსაზრების საწინააღმდეგოდ ეს ორი ტერმინი სულაც არაა სინონიმი. მაგნიტუდა თავად ბიძგის საზომი, ხოლო ბალი მგრძნობელობის რაც ეპიცენტრის სიღრმეზე, ანუ ჰიპოცენტრზე და ეპიცენტრიდან არსებულ მანძილზეა დამოკიდებული. ერთი და იმავე მაგნიტუდის მიწისძვრა მით უფრო დამანგრეველია, რაც უფრო ახლოსაა ჰიპოცენტრი დედამიწის ზედაპირიდან.

 

გორის მიწისძვრა 1920


1920 წლის 20 თებერვალს, გორში ღამის 02:55 სთ-ზე მაგნიტუდით 6.2 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც იმავე დღეს დღის 14:55 სთ-ზე განმეორდა. ნგრევა სწორედ განმეორებით ბიძგებს მოჰყვა. ჰიპოცენტრი სოფელ ხიდისთავთან 11 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. მგრძნობელობა ადგილზე 8-9 ბალს შეადგენდა. ბიძგები მთელს საქართველოში იგრძნობოდა. თბილისში მგრძნობელობამ 6 ბალს მიაღწია, ბათუმში 5 ბალს. 756 შენობა სრულად დაინგრა, ან ისე დაზიანდა, რომ დასაშლელი გახდა. მთლიანობაში 7000-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. ნგრევას სხვადასხვა მონაცემებით 114-130, ზოგიერთი წყაროს ცნობით კი 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

 

ყველაზე მეტად სოფლები: უფლისციხე, ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი და დოესი დაზარალდნენ. მნიშვნელოვნად დაზიანდა გორის ციხეც.

 

დიდი იყო ეკონომიკური ზარალი, რაც ისედაც ღარიბ და პრობლემებით დახუნძლულ პირველ რესპუბლიკას დამატებით ტვირთად დააწვა მხრებზე. შეიქმნა სამთავრობო კომისია, გორში ჩავიდნენ მოხალისეებიც, რომლებიც დაზარალებულებს სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას უწევდნენ. თბილისიდან და რეგიონებიდან მოქალაქეები ფულს გზავნიდნენ. გამოთქმა - „რა გორელივით შუა ქუჩაში დადიხარ“ ამ პერიოდს უკავშირდება. დაზიანებული შენობების ჩამონგრევის  შიშით ადგილობრივები მათთან სიახლოვეს ტროტუარზე გავლას დიდი ხნის განმავლობაში ერიდებოდნენ.


რაჭის მიწისძვრა 1991


XX საუკუნეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება ორჯერ მოუწია, მეორე დიდი მიწისძვრაც ახალგაზრდა რესპუბლიკას დაატყდა თავს. 1991 წლის 29 აპრილს, ადგილობრივი დროით 13:12 სთ-ზე, მაგნიტუდით 7.0 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჰიპოცენტრი 17 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. მგრძნობელობა 9 ბალს უდრიდა. 700-მდე სოფელში 46 000-ზე მეტი შენობა დაზიანდა. გზებზე უზარმაზარი ნაპრალები გაჩნდა. დაიღუპა 270 ადამიანი. 100 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია და იმდროინდელი კურსით 100 მლნ-დან 10 მლრდ მანეთამდე მერყეობს.

 

მას შემდეგ რაც გაზომვები დაიწყო, რაჭის მიწისძვრა ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა არამხოლოდ საქართველოში, მთელს კავკასიაშიც კი. უფრო ძლიერი ვიდრე 3 წლით ადრე მომხდარი სპიტაკის მიწისძვრა, რომელსაც 38 000 ადამიანი შეეწირა. რაჭის მიწისძვრას ნგრევა იმერეთსა და შიდა ქართლშიც მოჰყვა. შემდგომი ბიძგები, ე.წ. აფთერშოკები წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, მათგან რამდენიმე კიდევ მსხვერპლით დასრულდა.

 


მიწისძვრამ მთიან რეგიონში ერთის მხრივ ზვავები და წყალმოვარდნები გამოიწვია, რამაც მსხვერპლი გაზარდა, მეორეს მხრივ ბევრად უფრო დიდი მსხვერპლი მეჩხრად დასახლების გამო იქნა თავიდან აცილებული. იმავე სიმძლავრის მიწისძვრა ურბანულ ზონაში რომ მომხდარიყო, კატასტროფის მასშტაბები განსხვავებული და უფრო მძიმე იქნებოდა.

 

მეწყერმა საჩხერის რაიონის სოფელი ხახიეთი მთიანად გაანადგურა. დაიღუპა აბსოლუტურად ყველა - 45 ადამიანი ვინც კი იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა. იმ ადგილზე ახლაც სოფლის მაგივრად ტბა არის. 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ ეს ტერიტორია ოკუპირებულ ზონაში მოექცა.

 

მიწისძვრის შემდეგ ადგილზე პრეზიდენტი გამსახურდია ჩავიდა (1991 წლის 26 მაისის საყოველთაო არჩევნებამდე, ზვიად გამსახურდია იმავე წლის 14 აპრილს პრეზიდენტად ღია კენჭის ყრით უზენაესი საბჭოს მიერ იქნა არჩეული). სოფლების შემოვლისას პრეზიდენტი ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდა. დახმარება სტიქიის ზონაში მთელი საქართველოდან იგზავნებოდა.


თბილისის მიწისძვრა 2002


მსხვერპლით დასრულებული ბოლო მიწისძვრა საქართველოში 2002 წლით თარიღდება. 25 აპრილს, 17:40 სთ-ზე თბილისში არც ისე მძლავრი, მაგნიტუდით 4.5 მიწისძვრა მოხდა, თუმცა მგრძნობელობამ 7 ბალს მიაღწია. ეპიცენტრი ძველ თბილისში, ჰიპოცენტრი 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. 12 000-ზე მეტი შენობა დაზიანდა და 6 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა და 1000-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. მატერიალურმა ზარალმა $160  მლნ-ს გადააჭარბა.


სპიტაკის მიწისძვრა 1988


თუ მიწისძვრებს შედეგებით შევაფასებთ, კავკასიის რეგიონში ყველაზე ძლიერი სომხეთში მომხდარი 1988 წლის მიწისძვრა იყო. 7 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11:42 სთ-ზე ქალაქს მაგნიტუდით 6.8 სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა თავს. ჰიპოცენტრი სულ რაღაც 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა და მგრძნობელობამ 8 ბალს გადააჭარბა. 500 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

 

სპიტაკის გარდა მნიშვნელოვნად დაზიანდა სომხეთი სიდიდით მეორე ქალაქი - ლენინაკანი, რომელსაც დღეს გიუმრი ჰქვია. 6 ბალიანი ბიძგები ერევანშიც იგრძნობოდა.

 

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გორბაჩოვმა საზღვარგარეთის ქვეყნებს დახმარების მიღების თხოვნით მიმართა. ზარალი 5 მილიარდ რუბლად - $8 მლრდ დოლარად შეფასდა.

 

სპიტაკის მიწისძვრა იყო პირველი დიდი კატასტროფა, რაზედაც საბჭოთა მედიას ღიად ლაპარაკის უფლება მიეცა. 1948 წელს აშხაბადში მაგნიტუდით 7.3 სიმძლავრის მიწისძვრას 100 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მის შესახებ „პრავდამ“ მხოლოდ ორი სტრიქონი ცნობის სახით დაწერა ბოლო გვერდზე. არ გაშუქებულა არც 1966 წლის ტაშკენტის მიწისძვრა. უკვე „პერესტროიკა“ იყო დაწყებული, თუმცა პირველ ევაკუაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, ჩერნობილის ავარიის შესახებ ადგილობრივებსაც კი დაუმალეს.

 

კატასტროფის დღიდან გაჩნდა ეჭვი და დღემდე ბევრს სჯერა, რომ მიწისძვრა ხელოვნურად იქნა მოწყობილი, ყარაბაღში გართულებული სიტუაციის გადასაფარად. ოფიციოზი ამ ვერსიას ცხადია თავიდანვე უარყოფდა.

 

მიწისძრის შესახებ


მიწისძვრას ტექტონიკური ფილების გადაადგილება იწვევს. დედამიწაზე წლიურად 1 მლნ-ზე მეტი მიწისძვრა ხდება და მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ აპარატურა აფიქსირებს, მაგრამ ზოგიერთის ძალები კატასტროფული შედეგების მომტანია. მიწისძვრა დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ ძალად რჩება, რომელსაც რამდენიმე წამში რამდენიმე ათასი, ათეულ ათასი ან იშვიათ შემთხვევაში 100 000-ზე მეტი ადამიანის მოკვლა შეუძლია. ის ზოგჯერ ცუნამის მაპროვოცირებელიცაა. სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ მიწისძვრის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. სეისმოლოგებს მთელს პლანეტაზე გამოთვლილი აქვთ რომელ რეგიონში რა სიმძლავრის მიწისძვრა შეიძლება მოხდეს. აქტიურ ზონებში უფრო შენობების აგების რეკომენდაციებს გასცემენ, მათ იციან რომ ესა თუ ის რეგიონი სეისმურად აქტიურია და პირობითად იქ შეიძლება მაგნიტუდით 6.5 ან 7.2 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდეს, მაგრამ როდის მოხდება ამის თქმა უკვე აღარ შეუძლიათ.

 

მხოლოდ XXI საუკუნეში 2004 წლის ინდოეთის ოკეანის ცუნამს, რომელიც მიწისძვრით იყო გამოწვეული, 2005 წლის პაკისტანის, 2008 წლის ჩინეთის, 2010 წლის ჰაიტის, 2011 წლის იაპონიის მიწისძვრებს ჯამში 600 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up