საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი ქვები ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება

საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი ქვები ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება

access_time2022-07-04 09:55:49

საქართველოში წარმოებული მოსაპირკეთებელი ქვები, Colliers MMS-ისა და ზოდის პარტნიორობით, ევროპის საუკეთესო ქვის შოურუმებში გაიყიდება. ქართული გრანიტი და მოსაპირკეთებელი კირქვა პირველად იტალიის ბაზარზე შევა და დასაწყისისთვის რომის, მილანისა და ვერონას ქვის ბუტიკებსა და შოურუმებში განთავსდება. წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ამ სფეროში ერთ-ერთ მოწინავე იტალიურ კომპანიასთან, რომელმაც ქართული პროდუქციის დეტალური ხარისხობრივი ექსპერტიზის საფუძველზე მიიღო  პროდუქციის შეძენის გადაწყვეტილება.  ამ ეტაპზე, კოლიერსის ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო გუნდის მხარდაჭერით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბელგიურ, იტალიურ და გერმანულ კომპანიებთან, რომლებმაც გამოთქვეს  კომპანია ზოდის მიერ წარმოებული ბუნებრივი ქვების შეძენის ინტერესი. 

 

ზოდისა და Colliers MMS-ის თანამშრომლობა ორ წელსა და არაერთ წარმატებულ პროექტს ითვლის. Colliers MMS-ის მხარდაჭერით, ზოდი - ქართული ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბუნებრივი ქვების წარმოებაში, ეტაპობრივად აფართოებს სანედლეულო ბაზას. მიმდინარე წლიდან კი კომპანიები პარტნიორულ ურთიერთობას იწყებენ ქართული ქვის პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად.

 

 -"იტალიური და სხვა ევროპული კომპანიების დაინტერესება ადასტურებს ჩვენი წარმოების საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას. სიამაყით ავღნიშნავთ, რომ ჩვენს კომპანიაში წარმოებული პროდუქცია კონკურენტულია მოწინავე ქვეყნების ანალოგიურ პროდუქტებთან. ქვის ხარისხი და დამუშავების ტექნოლოგია განმსაზღვრელი კრიტერიუმებია მაღალხარისხიანი ბაზრებისთვის, ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოდის ხარისხი უტოლდება საერთაშორისო სტანდარტს და ჩვენი პროდუქცია ხდება მიმზიდველი ამ სფეროში ყველაზე უფრო დახვეწილი და ხარისხიანი კრიტერიუმების მქონე ქვეყნებისთვის” - აცხადებს ზოდის ” დამფუძნებელი ზაურ გაბაიძე.

 


რამდენიმე თვეა, Colliers MMS-მა, სხვა სერვისებთან ერთად, მინერალური რესურსების ექსპორტის ხელშეწყობის მომსახურებაც დანერგა. სერვისის მიზანია დაეხმაროს საქართველოში მოქმედ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე განთავსებაში. მომსახურება გულისხმობს საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირებას, მსყიდველუნარიანი საერთაშორისო კლიენტების მოძიებას, სავაჭრო მოლაპარაკებებსა და სათანადო ტექნიკურ თუ სამართლებრივ მხარდაჭერას.

 

“- ჩვენი მიზანია ვაჭრობადი, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის იდენტიფიცირება, ქართული წარმოების მინერალური ნედლეულის საერთაშორისო სავაჭრო ქსელებში ჩართვა და ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერა, რათა მათ მოხერხონ საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანა, სავაჭრო ქსელების გაფართოება და საექსპორტო არეალის დივერსიფიცირება. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მწარმოებლებმა იცოდნენ ცალკეული პროდუქტის მიმართ არსებული საერთაშორისო მოთხოვნები და სამომხმარებლო სტანდარტები. ეს ხელს უწყობს ჩვენი პროდუქციის ხარისხობრივ გუმჯობესებას, წარმოების სტანდარტის დახვეწას, რაც თავისმხრივ ქართული პროდუქციის სავაჭრო პოტენციალის ქვეყნის გარეთ ზრდაზე აისახება. გვაქვს სოლიდური რესურსი წიაღისეულისა და მინერალების სექტორში, რომლის ეკონომიკურ ბრუნვაში უფრო აქტიური ჩართვაა შესაძლებელი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ მნიშვნელოვანი  პოტენციალი აქვს და ჩვენი ამოცანაა ამ პოტენციალის მაქსიმალური ათვისება” - აღნიშნავს  Colliers MMS-ის მმართველი დირექტორი მაია ზავრაშვილი.

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up