საქართველოში მოქმედმა ყველა დიდმა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეაჩერა -  ლევან სილაგავა

საქართველოში მოქმედმა ყველა დიდმა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეაჩერა - ლევან სილაგავა

access_time2022-06-14 13:30:31

„ამ დროისთვის უკვე ყველა დიდი წისქვიკომბინატი გაჩერებულია" - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.


ლევან სილაგავა ამბობს, რომ ასოციაციამ სახელმწიფოს დამაბალანსებელი გადასახადის დაწესება შესთავაზა, რაც წისქვილების ფუნქციონირების აღდგენას უზრუნველყოფს. პასუხს კი, ერთი კვირის ვადაში ელოდებიან.


„ამ დროისთვის უკვე ყველა დიდი წისქვიკომბინატი გაჩერებულია. მთავრობასთან გვაქვს მოლაპარაკებები და თუ რამე შედეგი იქნება, უნდა იყოს უახლოეს ერთ კვირაში. ამ დროში გადაწყდება, მოვახერხებთ თუ არა ფუნქციონირების გაგრძელებას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი წინადადება დამაბალანსებელი გადასახადია და არცერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ვითხოვთ პურის გაძვირებას. მეტიც, ავიღებთ სოციალურ პასუხისმგებლობას, თვეში 10 000 ტონა ფქვილი, ანუ ის რაც სოციალური პურის წარმოებისთვისაა საჭირო პურის ქარხნებს მივაწოდოთ ფიქსირებულ ფასად. დანარჩენი კი, იქნება თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია. ჩვენი მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორი მარტივია, მაშინ, როცა პურზეც და ფქვილზე გადასახადი ნულოვანი იყო, 97% ფქვილი ბაზარზე ადგილობრივად წარმოებული იყო და ახლა, ხორბალი საქართველოში აღარ შემოდის, შესაბამისად, არც ფქვილი იწარმოება. ველოდებით შედეგს“, - აცხადებს სილაგავა.


მისივე თქმით, როგორიც უნდა იყოს ადგილობრივი მოსავალი, იმპორტირებული ხორბლის გარეშე წისქვილები მუშაობას ვერ განაახლებენ.


„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, რომ ადგილობრივი ხორბლის კარგ მოსავალს ელოდებიან, თუმცა თუ არ გვექნება გაწერილი გეგმა, მხოლოდ ადგილობრივი მოსავალი ვერ აწევს სიმძლავრეებს, რაც დიდ წისქვილებს სჭირდებათ. მით უფრო, რომ ალოობის შემდეგ ხორბალი ერთიანად არ იფქვება და ფერმერები ინახავენ სხვა სეზონისთვის, როცა ფასი მეტია. ასეთია ქართული და საერთაშორისო პრაქტიკაც“, - ამბობს სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“.



შეგახსენებთ, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის გამო, საქართველოში მისი იმპორტი შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რაზეც მთავარ იმპორტიორ ქვეყანას საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ აქვს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებულია 8 181 ტონა ხორბალი და მესლინი (2.9 მილიონი აშშ დოლარი), რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე, 31 140 ტონაზე (7 364 მილიონი აშშ დოლარი), 73%-ით ნაკლებია. წელსაც ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი რუსეთია - აპრილში ჩრდილოელი მეზობლისგან 8 117 ტონა ხორბალი ვიყიდეთ, რაც მთლიანი რაოდენობის 99%-ია. დანარჩენი 1% ყაზახეთსა და ავსტრიაზე მოდის.


შედარებისთვის, წინა წლის შესაბამის თვეში საქართველომ რუსეთისგან 28 261 ტონა ხორბალი იყიდა, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე 71%-ით მეტია, აშშ-სგან კი გასული წლის აპრილში 2 879 ტონა ხორბალი ვიყიდეთ.


ხორბლისგან განსხვავებით იზრდება ფქვილის იმპორტი - მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში სულ 16 269 ტონა ფქვილია შემოსული, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე, 1 452 ტონაზე, 1020%-ით მეტია. იმპორტირებულ პროდუქციაში 6 მილიონ დოლარზე მეტი გადავიხადეთ.


ფქვილის მთავარი მომწოდობელიც საქართველოსთვის რუსეთია, იმპორტირებული პროდუქციის 99% სწორედ რუსეთზე მოდის, 1% კი თურქეთსა და იტალიაზე.


2022 წლის აპრილში რუსეთისგან საქართველომ 16 170 ტონა ფქვილი იყიდა, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე 1039%-ით მეტია.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up