საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მოკლევადიანი ფაქტორებითაა განპირობებული - EBRD-ის პრეზიდენტი

საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მოკლევადიანი ფაქტორებითაა განპირობებული - EBRD-ის პრეზიდენტი

access_time2022-09-14 10:30:14

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-16 სექტემბრის შუალედში კავკასიის ტურნეს მართავს და საქმიანი ვიზიტით საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ბანკის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, ეს კავკასიაში მისი პირველი საქმიანი ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც ოდილ რენო-ბასო მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, ბიზნესისა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება, მთავარი განსახილველი საკითხები კი განახლებადი ენერგიები, ინფრასტრუქტურული განვითარება, რეფორმები და ფინანსური მდგრადობა იქნება.


სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ ექსკლუზიურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს ესაუბრა.


- რუსულმა სამხედრო აგრესიამ უკრაინაში მსოფლიო ვაჭრობის კონიუნქტურა ამოატრიალა. სავაჭრო ბაზრებზე წვდომა შეეზღუდა საქართველოსაც. მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს და ქვეყანა კვლავაც აგრძელებს რუსეთიდან სხვადასხვა რესურსის იმპორტს. როგორ შეაფასებთ საქართველოს ქმედებებს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პერიოდში?


- ნება მომეცით, ბანკის პოზიციიდან ვისაუბრო. 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ მკაცრად დავგმეთ რუსული აგრესია და გამოვუცხადეთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინასა და მის ხალხს.

გარდა ამისა, აპრილში, რუსული აგრესიის საპასუხოდ, ჩვენმა მეწილეებმა გადაწყვიტეს რუსეთისა და ბელარუსისთვის EBRD-ის რესურსებზე წვდომა შეეზღუდათ. ბანკმა დახურა თავისი ოფისები მოსკოვსა და მინსკში და მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას.

ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მოკლევადიანი ფაქტორებით - რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაღალი დონითა და ტურიზმიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლითაა განპირობებული, თუმცა ჩვენ ფოკუსირებული ვართ საქართველოს სტაბილურობაზე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისა და ინფრასტრუქტურის ხელშეწყობით, ასევე განახლებად ენერგიებში მზარდი ინვესტირებითაც.


- ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და შესაბამისად, კერძო სექტორის გასავითარებლად, აუცილებელია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა. სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციებსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს ამ კუთხით საქართველოში, რათა საინვესტიციო გარემო უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს?


- სასამართლოს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და ქმედუნარიანობის გაძლიერება, ასევე სისტემის ეფექტურობის ზრდა აუცილებელი პირობაა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად. სხვა სფეროები, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს სამომავლო რეფორმების განსახორციელებლად არის საჯარო ადმინისტრირება (ელექტრონული მმართველობის ჩათვლით), სახელმწიფო შესყიდვები, გადახდისუუნარობის მოგვარების რეჟიმისა და კორპორაციული მმართველობის სტანდარტების ეფექტიანი ფუნქციონირება, განსაკუთრებით კი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოებისთვის.

EBRD-ი მიესალმება საქართველოს მცდელობებს, დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და რეგულაციებს საბოლოო წევრობისკენ მიმართული პროცესის ფარგლებში. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის, ინვესტორთა საბჭოს, ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებისა და მიზნობრივი ინვესტირების მეშვეობით, რათა საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.


- ომის დაწყების შემდეგ სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ალტერნატიულ, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სავაჭრო დერეფანზე, რომელიც საქართველოზეც გადის. შეუძლია თუ არა საქართველომ შეითავსოსევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ხიდის როლი სამომავლოდ?



- მართალია, რომ საერთაშორისო გადამზიდავები აქტიურად ცდილობენ სატრანზიტო გზების დივერსიფიცირებას და ამის ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა შუა დერეფანზე, რომლის განვითარებაც ნამდვილად გააჩენს ახალ შესაძლებლობებს კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ეს გააუმჯობესებს დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პოტენციალს და ხელს შეუწყობს ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბების განვითარებას კავკასიაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, აქციოს ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად შიდარეგიონული კავშირების გამყარებით. მაგალითად, ბანკი ეხმარება ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურთა საზოგადოების სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს რკინიგზის გაციფრულებას და ბიზნესთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების განვითარებას.

EBRD აქტიურად ეხმარება თავის კლიენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ცენტრალური აზიისა და კავკასიის დაკავშირების პროცესში, იქნება ეს საწყობები ბაქოსთან ახლოს, საპორტო ინფრასტრუქტურა საქართველოში თუ რკინიგზა ყაზახეთში.



- EBRD-ის საქართველოში საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიების განვითარებაა. ჯერჯერობით, მთავრობა ამ სექტორში გამოწვევებს თავს ვერც თუ ისე წარმატებით ართმევს - ჰიდროენერგიის გარდა, ქვეყანაში სხვა განახლებადი ენერგიის წყაროები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამას ემატება განუხორციელებელი ჰიდროპროექტებიც: „ნენსკრაჰესის“ პროექტი 2025 წლამდეა გადავადებული, „ნამახვანჰესის“ ბედი კი კვლავ გაურკვეველია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ სექტორის მთავარი პრობლემა და რა შეიძლება გამოსწორდეს სამომავლოდ?


- ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს მწვანე, დაბალნახშირბადიანი და მდგრადი ეკონომიკის შენებაში ინვესტირებისა და დიალოგის გზით. რამდენიმე საერთაშორისო თუ ადგილობრივი კერძო ინვესტორის მეშვეობით ახლაც ვახორციელებთ ინვესტიციებს სხვადასხვა განახლებადი ენერგიის პროექტში. პოლიტიკის დონეზე, სხვა პროექტებთან ერთად, ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ენერგოეფექტური კანონმდებლობის განვითარებაში, ჩვენი მუშაობის შედეგად, დაახლოებით, 9%-ით შემცირდა ქვეყნის მშპ-ს ენერგოინტენსიურობა, რომელიც ამჟამად მსოფლიოსა და რეგიონის საშუალოზე დაბალია.

რაც შეეხება „ნამახვანჰესს“, ხაზს გავუსვამთ, რომ EBRD-ი ამ პროექტის არცერთ ეტაპზე არ იყო ჩართული. შესაბამისად, მხოლოდ ბანკის სახელითა და ჩვენს გამოცდილებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩვენი ყველა პროექტი ექვემდებარება საფუძვლიან წინასწარ განხილვებს და სცდება ბიზნეს ინტერესებს. გარდა ამისა, ჩვენმა პროექტებმა მრავალშრიანი შემოწმებისა და დამტკიცების პროცესი უნდა გაიაროს EBRD-ის მფლობელების მიერ საბოლოო ხელმოწერამდე.

EBRD-ის ჩართულობა აქ არ სრულდება: ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური დეპარტამენტი მუდმივად იღებს მონაწილეობას ფრთხილ მონიტორინგში, კვლევაში და აქტიურად პასუხობს მეწილეების ყველა კითხვას პროექტის დასრულებამდე. ჩვენი მექანიზმები მუდმივად ვითარდება და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი სტანდარტებთან შესაბამისია ნებისმიერი გარემოსდაცვითი, სოციალური თუ საჯარო პრობლემის დროულად მოსაგვარებლად, იქნება ეს მსხვილი თუ მცირე პროექტები.

შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ განახლებად ენერგიებში, საშუალო თუ მცირე ზომის ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში ინვესტირების შესაძლებლობების შესწავლა. ახლა ჩვენ რუისში ქარის სადგურის კონსტრუქციაში ინვესტირებაზე ვმუშაობთ.


- ქვეყანაში ბიზნესი მუშახელის დეფიციტზე საუბრობს და ხელისუფლების მხრიდან მეტ ჩარევას, მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებას მოითხოვს. რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ მთავრობას უფრო მეტად ესმოდეს, ერთი მხრივ, ბიზნესის და მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა ხმა და როლი აქვს ამ პროცესში ინვესტორთა საბჭოს?



- ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა, სამუშაო ძალის უნარები ფეხს ვერ უწყობს განვითარებადი ბიზნესის საჭიროებებს, რაც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია. სამუშაო ძალის უნარების გასაუმჯობესებლად, უნდა აღმოიფხვრას განათლების სისტემაში არსებული სისუსტეები, შეუსაბამობის შესამცირებლად კი საჭიროა ტექნიკური და პროფესიული განათლების გაუმჯობესება და მეტად ეფექტური ტრენინგები.

ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ამ საკითხების გადასაჭრელად, არის საინვესტიციო საბჭო, საჯარო და კერძო დიალოგის პლატფორმა ბიზნესისა და ინვესტორების ძირითადი გამოწვევების დასადგენად და მათ გადასაჭრელად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.


- საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომა რომ სირთულეა, ამას EBRD-იც უსვამს ხაზს. მთავარი შემაკავებელი ფაქტორი კი მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. როგორ უნდა გაიზარდოს ბიზნესის წვდომა ფინანსებზე და რა როლი აქვს ამაში ეროვნულ ბანკსა თუ ხელისუფლებას?


- ჩვენ ამჟამად მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსებზე წვდომას პარტნიორი ბანკების მიზნობრივი მიკრო, მცირე და საშუალო სამეწარმეო საკრედიტო ხაზით ვუწყობთ ხელს. ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების მეშვეობით, ხელმისაწვდომს ვხდით ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებას და პროგრამებს იმ სეგმენტებისთვის, რომლებიც მოიცავს ქალებს, ახალგაზრდებსა და შორეულ რეგიონებს.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას, მისდიონ დღის წესრიგს არასაბანკო ფინანსური სექტორის განვითარებისთვისა და იმგვარი ფინანსური პროდუქტების უფრო მეტად დახვეწისთვის, როგორებიცაა ლიზინგი, ფაქტორინგის რეფორმა, კაპიტალის ბაზრები, საგარანტიო სქემები და სხვა.


- და ბოლოს, როგორ უნდა გადაჭრას საქართველომ დოლარიზაციის პრობლემა?


- ამისთვის ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის ბაზრები. შესაძლებლობის შემთხვევაში, ჩვენი მიზანია დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში განხორციელდეს. 2016-2021 წლებში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის ჩვენი დახმარების თითქმის 75% სწორედ ლარში იყო გაცემული.


წყარო: „ინტერპრესნიუსი“


თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up