საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართ იმუნიტეტი - ივანე ჩხაიძის განმარტება

საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართ იმუნიტეტი - ივანე ჩხაიძის განმარტება

access_time2023-01-11 12:15:11

კორონავირუსი მეხუთე ვარიანტის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს, განსაკუთრებით, მათ, ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.


მისივე განმარტებით, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან ერთად განიხილება, როგორც ყველაზე მეტად ცირკულირებადი ვირუსი. პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე 30%-ით კი სწორედ კორონავირუსი.


„კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ახლა შეშფოთებას იწვევს, ჩინეთში ახალი ტალღის გამომწვევი ვარიანტია. ის თავისი ბუნებით, საქართველოში გავრცელებული მეხუთე ვარიანტის ერთ-ერთი სახეობაა. საქართველოში, ისევე როგორც ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში, ძირითადად კორონავირუსის მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს. შესაბამისად, თუ გლობალურად შევხედავთ, ეს არ არის ახალი მუტაცია. ეს ისევ „ომიკრონია“, „ომიკრონის“ მუტაციის ქვევარიანტი. აქედან გამომდინარე, მას რადიკალური ცვლილება ინფიცირების მაჩვენებელში არ შეუძლია. კითხვაზე - „შეუძლია თუ არა, აღნიშნულ ვარიანტს გლობალურად კორონავირუსის ზრდა გამოიწვიოს?“- ამაზე ექსპერტებს ნეგატიური პასუხი აქვთ - არა.



მეხუთე ვარიანტის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს, განსაკუთრებით, მათ, ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, ის კარგად არის დაცული ამ შტამისგან, ამიტომ, ეს ვარიანტი არ განიხილება, როგორც საფრთხის შემცველი, ჯანმოს მისთვის ახალი შეშფოთების კლასიფიკაცია არ აქვს მინიჭებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, იმას, რაც ჩინეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თავისი მიზეზები აქვს. კერძოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩინეთში ძალიან დაბალია მოსახლეობის მესამე დოზით ვაქცინაციის მაჩვენებელი, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩინეთი ნულოვანი კოვიდის პოლიტიკას ატარებდა, როდესაც თითოეულ შემთხვევას განიხილავდა საფრთხის შემცველად, ახლა კი გადავიდნენ შემდეგ პრინციპზე - ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად.


რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან ერთად განიხილება, როგორც ყველაზე მეტად ცირკულირებადი ვირუსი. პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე 30%-ით კი სწორედ კორონავირუსი“, - აღნიშნა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ჩხაიძემ. 


პროფესორის აზრით, ჯანმოს მოსაზრება, რომ კორონავირუსი სეზონური ვირუსის მსგავსი გახდება, შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებით გამართლებულია.


„კორონავირუსის სეზონური მატება გვაქვს. სეზონის დაწყების წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი არ აღემატებოდა 9%-ს, ახლა 2-ჯერ მეტი გვაქვს“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up