საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 13.6%-ით გაიზარდა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, სამშენებლო მასალების, მანქანა დანადგარების, ტრანსპორტირების და სამშენებლო სექტორის ხელფასების თვითღირებულების ზრდას გულისხმობს.
საქსტატის ინფორმაციით, ინდექსის ზრდა წლიურ ჭრილში, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 17.4 პროცენტიანი ზრდით, რაც 9.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.