საქართველოში მუსიკის ფესტივალში ფულის ჩადებით ბიზნესი მცირე დოზით მონაწილეობს

საქართველოში მუსიკის ფესტივალში ფულის ჩადებით ბიზნესი მცირე დოზით მონაწილეობს

access_time2022-06-23 20:00:00

საქართველოში მუსიკის ფესტივალში ფულის ჩადებით ბიზნესი მონაწილეობს, თუმცა, არა იმ დოზით, რაც მნიშვნელოვანია.


როგორც მუსიკის ფესტივალის „როკვა“ ორგანიზატორი ელენე გრძელიძე აცხადებს, რომ ბიზნესის თანამონაწილოება ფესტივალის წარმატებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


„რიგითი მოქალაქისგან, რომელიც 3 დღიან ბილეთში 300 ლარს იხდის, ვერ ამოიღებ იმდენს, რაც გჭირდება იმისთვის, რომ ადგილზე იდეალური პირობები დაახვედრო. შესაბამისად, თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.


ჩვენ 4 წელია ძალიან გვიდგას მხარში ის კონკრეტული ბიზნესები, რომელთანაც ჩვენ სასპონსორო ურთიერთობებში შევდივართ. ჩვენ მათ ფესტივალს ვთავაზობთ მარკეტინგიული აქტივობისთვის, სანაცვლოდ კი ვიღებთ მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თანხებს, რომელიც საჭიროა იქაურობის ინფრასტრუქტურულად გამართვა/მოწყობისთვის.


მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგული აქტივობების კონცეფციის ცოტა გადასხვაფერება მოხდეს, რადგან ბიზნესების უმეტესობა დაახლოებით 10-15 წლის დაძველებით მუშაობს ,“-აცხადებს გრძელიძე.



როგორც მუსიკის ფესტივალის „როკვა“ ორგანიზატორი განმარტავს, ეს არის საქმე, საიდანაც მყისიერი მოგება არ დგება.


„თუმცა, ამ ყველაფერს სწონის ის დიდი საქმე, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ადგილზე ძალიან განვითარდა HoReCa სექტორი,ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი სახლების საოჯახო სასტუმროებად მოწყობა და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც თბილისიდან რაჭაში ჩასვლა უკვე 3.5 საათშია შესაძლებელი. თუმცა, მსხვილი ბიზნესი ამ სექტორში ფულის ჩადებით არ ინტერესდება,“-აცხადებს გრძელიძე.


მუსიკის ფესტივალი „როკვა“ რაჭაში 2019 წელს ყოველწლიურად იმართება და წელს პირველად ის 3 დღიანი იქნება.


წელს სამივე დღის ბილეთის ფასი 130 ლარიდან 190 ლარამდეა. 1 დღის ბილეთის ფასი და 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. ბილეთები ამჟამად ონლაინ იყიდება, თუმცა, უახლოეს მომავალში ფიზიკური გაყიდვების წერტილიც ამოქმედდება.


წყარო: business-partner.ge



თეგები:
ფესტივალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up