საქართველოში მხოლოდ ერთი კვირის ხორბლის მარაგია - „ბარაქა“

საქართველოში მხოლოდ ერთი კვირის ხორბლის მარაგია - „ბარაქა“

access_time2022-06-16 21:00:00

ქვეყანაში, ყველა დიდი წისქვილი გაჩერებულია და ბაზარი სრულად გადართულია რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე. რადიო „პალტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ წისქვილკომბინატ ,,ბარაქას“ დირექტორმა, ლადო ბიძნაშილმა განაცხადა, რომ ახლა ქვეყანაში მხოლოდ ერთი კვირის ხორბლის მარაგია.


„ჩვენ ყოველკვირეული ურთიერთობა მაინც გვაქვს ყველა დიდ წისქვილთან. ახლა, ქვეყანაში ხორბლის მარაგი 10 000 ტონას არ აღემატება, რაც ერთი კვირის მარაგია. რომელიც კერძო კომპანიებშია და და ამოწურვადია. რეალურად მეტი მარაგი სახელმწიფოში არ არსებობს, ხორბლის მარაგს რასაც ეძახიან, ეს გვაქვს მოსავალში, რომელიც დაახლოებით იქნება 150 000 ტონის ფარგლებში. აქედან, ყველა არ გამოდგება გადასამუშავებლად ფქვილისთვის, რაღაც რაოდენობა ცხოველური წარმოებისთვისაა. ჩვენი ორგანიზაცია ჰოლდინგურია, დასავლეთში გვაქვს პურის ქარხანა და ასევე, გვაქვს კახეთში ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიან ციკლს, თესვიდან-მოყვანამდე და დაბინავებამდე. აქედან გამომდინარე, სრულ ჯაჭვთან გვაქვს ურთიერთობა.


გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი პრობლემა აქვთ მცირე ფერმერებსაც, რომლებიც ბოლო ერთი კვირაა მუდმივად მირეკავენ და მეკითხებიან, რა ქნან, თუ წისქვილები გაჩერდა, როგორ გადაამუშაონ ხორბალი? რეალურად, დაანონსებული გვაქვს თვითუზრუნველყოფის გაზრდა და ამ დროს, რეალურად მწარმოებლები გაჩერებული ვართ. ტექნიკურად რომ ავიღოთ, წისქვილკომბინატების მუშაობა არ არის ასე, რომ ღილაკს თითი დააჭირო, ჩართო და გამორთო. ჩვენი ყოფილი თანამშრომლების დაახლოებით 30%-თან კონტაქტზეც ვეღარ გავდივართ. ზოგი, საერთოდ ქვეყნის გარეთ გავიდა სამუშაოდ, ზოგი სხვაგან დასაქმდა და ცხადია, მათი მობილიზება არ არის მარტივი. თვე ნახევარი მაინც დასჭირდება წისქვილის თავიდან ჩართვას, მაშინ როცა, საქართველოს ხორბლის სრული მოსავალი, წისქვილისთვის 2 თვის გადასამუშავებელია. შესაბამისად, მე გარანტიას გაძლევთ, ვერცერთი დიდი წისქვილი ვერ დაიწყებს საწარმოო პროცესს. ამასთან, ბევრი ნიუანსია, თუ არ მოხდა შერევა სხვა რუსული, ან ყაზახური ხორბლის, ვერ მოხდება დაფქვა, რადგან შემდეგ ცხობაშია პრობლემები და ა.შ.“, - განაცხადა ბიძინაშვილმა ,,საქმეში“.



bpn.ge 



თეგები:
ხორბალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up