საქართველოში ნაძვის ხეების გასანათებელი მოწყობილობების იმპორტი 88%-ითაა გაზრდილი. იანვარ-ნოემბერში საქართველოში 183.77 ტონა, 1,522.92 დოლარის ღირებულების, ნაძვის ხეების მოსართავად გამოსაყენებელი ტიპის მნათი მოწყობილობების ნაკრებები შემოვიდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 97.58 ტონა.
2022 წლის 11 თვეში საქართველოში იმპორტირებული ნაძვის ხეების მოსართავად გამოსაყენებელი ტიპის მნათი მოწყობილობების ნაკრებების 84%-ი ჩინეთზე მოდის, საიდანაც საანგარიშო პერიოდში საქართველოში 154.96 ტონა, 1,261.76 ათასი დოლარის ღირებულების ნაძვის ხის გასანათებელი მოწყობილობები შემოვიდა. იმპორტიორი ქვეყნების ტოპ-3-შია ასევე ჰონ-კონგი (15.21 ტონა) და ნიდერლანდები (5.72 ტონა).
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ნაძვის ხეების მოსართავად გამოსაყენებელი ტიპის მნათი მოწყობილობების ნაკრებების მხოლოდ 5.6%-ია ევროკავშირის ქვეყნებიდან, საუბარია სულ 10.31 ტონა პროდუქციაზე.