საქართველოში ნარჩენების მართვის  ბიზნეს ასოციაცია  შეიქმნა

საქართველოში ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

access_time2022-05-04 14:42:18

მიმდინარე წლის 3 მაისს ნავთობპროდუქტებისა და ავტოინდუსტრიის კომპანიებმა ნარჩენების მართვის  ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად წარადგინეს.

როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდგომ ასოციაცია განახორციელებს  ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციებს, რომლის მთავარი მისია იქნება ნარჩენების სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი მართვა.

ასოციაციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების მუდმივი განხილვა და რეკომენდაციების მომზადება შედარებით ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებისათვის; თავისი წევრებისათვის  საინფორმაციო და საკანონმდებლო ბაზის შექმნა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;.  საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება ქვეყანაში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშესაწყობად;

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ დამფუძნებლები არიან კომპანიები: შპს „ავტორაიდერი“;  შპს „ვისოლ ავტო ექსპრეს“; შპს „ავტო-ბანი 2000“; შპს „ჯეოტრონიკი“; შპს „ვაკო მოტორსი“;  შპს ,,აისი“; შპს ,,ალფა მოტორსი“, შპს „ამბოლი“ და ა(ა)იპ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“.

შესაბამისად, ასოციაციის გამგეობის წევრები არიან:  ბაკურ მებონია - შპს „ავტორაიდერი“;  ნიკოლოზ ხოდელი - შპს „ვისოლ ავტო ექსპრეს“; ბაკურ ხუნდაძე - შპს „ავტო-ბანი 2000“; გიგა ახვლედიანი - შპს „ჯეოტრონიკი“; ვახტანგ ქათამაძე - შპს „ვაკო მოტორსი“;  ირმა პატარაია - შპს ,,აისი“; დავით გაბროშვილი - შპს ,,ალფა მოტორსი“; ქეთევან დანელია - შპს „ამბოლი“; ვანო მთვრალაშვილი - „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“;


„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი არის ბაკურ ხუნდაძე, ვიცე-პრეზიდენტები - ნიკოლოზ ხოდელი და ირმა პატარაია; ხოლო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - ვანო მთვრალაშვილი.

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პროცესთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულფასოვნად აღსრულების ხელშეწყობისა და სრულყოფის მიზნით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემდეგ ორგანიზაციებთან:  „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“ და „თეგეტა გრინ პლანეტ“. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარი მიზანია, მჭიდროდ ითანამშრომლონ ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების მართვის ერთიანი სტანდარტისა და მიდგომების დასანერგად, ერთობლივად იზრუნონ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების მოწყობასა და წინადადებების შემუშავებაზე; ითანამშრომლონ საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვაში ქვეყანაში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშესაწყობად;

ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად  მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაციის გასავლელად, რათა განახორციელებს  ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციები.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up