საქართველოში პირველად, Chevron-მა ტვირთი ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით გადაზიდა - Europetime

საქართველოში პირველად, Chevron-მა ტვირთი ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით გადაზიდა - Europetime

access_time2023-03-30 12:30:43

საქართველოში პირველად, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, ამერიკულმა კომპანია CHEVRON-მა ყაზახეთიდან მომავალი საკუთარი მშრალი ტვირთი გადაზიდა. ამის შესახებ Europetime-ი წერს.


Wondernet Express Investment Group-ი, რომელიც ტვირთების გადაზიდვას ცენტრალური აზიიდან უზრუნველყოფს, პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფნის გავლით გაატარა.


Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის განცხადებით, ეს დიდი მიღწევაა რეგიონისთვისაც.


„ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც გაატარა ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფანში, რაც ჩვენს პარტნიორ Tramo-სთან ერთად დიდი მიღწევა იყო არამარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის.


პირველად მოხდა, რომ Chevron-მა თავისი ტვირთი, რომელიც ყაზახეთიდან მოდის, გამოატარა ჩვენს დერეფანში. მოგეხსენებათ, ჩვენ ძირითადად სასუქებზე ვმუშაობთ. უნდა აღინიშნოს, რომ Chevron და Tramo დიდი ხნის პარტნიორები არიან და კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი მსხვილი ამერიკული კომპანიები ჩვენს რეგიონში გადმოერთნენ“, - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა BMGtv-ს ეთერში.



შუა დერეფნის მიმზიდველობაზე საუბრისას, მამუკა მურჯიკნელმა მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


„კიდევ უფრო უნდა გავფართოვდეთ, უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. აუცილებელია, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტ ტვირთს მოემსახუროს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა.


ცნობისთვის, საქართველოს ამ დღეებში სტუმრობდა Tramo-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ედვარდ ვაინერი. მისი შეფასებით, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა.


„როდესაც პირველად ჩავერთეთ ამ პროექტში, ჩვენს პარტნიორ Wondernet Express Investment Group-თან ერთად, იდეა იყო ის, რომ გაგვეხსნა აბრეშუმის გზა და გამოგვეყენებინა შესაძლებლობა მაქსიმალურად, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შემოგვეტანა პროდუქტი, რომელიც აწყდება დიდ დაბრკოლებას. ეს არის ნედლეული, რომელიც ბაზრამდე უნდა მივიდეს ეფექტური გზებით.


იდეა იყო ის, რომ ტვირთი კასპიის ზღვაში შეგვეტანა აზერბაიჯანის გავლით, მანქანების გადაზიდვით, შემდეგ საქართველოს გავლით, ჩვენი ახალი ტერმინალის გავლით ბათუმში. ეს ტვირთი, Chevron-ის პროდუქტი, რომელიც გავგზავნეთ, ჩინეთში ჩადის, ეს არის ყველაზე მსხვილი ტვირთი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა - 46 000 ტონა“, - განაცხადა ვაინერმა.

 

Europetime





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up