საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით - რომეო მიქაუტაძე

საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით - რომეო მიქაუტაძე

access_time2022-12-23 18:05:31

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივების შესახებ მოხსენება გააკეთა.


„ელექტროენერგეტიკა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და ქვეყნის მოსახლეობაზე. ჩვენი, როგორც ქვეყანაში ენერგეტიკული პოლიტიკის გამტარებლების, ძირითადი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადეკვატური და საიმედო ენერგეტიკული წყაროების არსებობას. მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, მოსახლეობისა და ბიზნესის სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითადი წინაპირობაა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წელი რეკორდულია რამდენიმე პარამეტრით. მათ შორის, 11 თვის მონაცემებით ადგილობრივმა გენერაციამ 13 მლრდ. კვტ სთ-ს გადააჭარბა, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია და 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე 13 მლრდ. კვტ.სთ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა მოხმარებამაც, რაც, ასევე, გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებელია და 4%-ით აღემატება შარშანდელ ნიშნულს. გარდა ამისა, განხორციელდა 988 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში. ასევე 2022 წელს პირველად არ დაიღვარა ჰესებიდან წყალი და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებული იქნა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.


საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსზე საუბრისას, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის დადგმული ენერგოსიმძლავრის ნახევარზე მეტი მარეგულირებელ ჰესებზე მოდის, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურების წილი 21 პროცენტია. გარდა ამისა, ელექტროენერგეტიკულ ქსელში ჩართულია 5 თბო და ქარის ერთი სადგური. მისი თქმით, ადგილობრივი გენერაციის ორმესამედზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურების წილმა თითქმის 80%-ს მიაღწია, მათ შორის 42% მარეგულირებელ სადგურების წილია.



მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გაფორმდა 68 ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს და ადგილობრივ გენერაციას წლიურად 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს შემატებს. მისი თქმით, ინვესტორთა მხრიდან იზრდება დაინტერესება მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობით.

„როდესაც ვსაუბრობთ ინოვაციებზე, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. ჩვენი სამინისტროს ეგიდით შეიქმნა წყალბადის კომიტეტი. კომიტეტში წარმოდგენილი არიან როგორც სახელმწიფო უწყებებისა და კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, კერძო სტრუქტურები. კომიტეტმა შეიმუშავა წყალბადის განვითარების სტრატეგიის პირველადი ვერსია," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.


მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის გადამცემ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, შავი ზღვის ელექტროკაბელის მეგაპროექტზე, აგრეთვე ენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე.


საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია განახლებადი ენერგიების განვითარების მხარდაჭერის სქემაზე, რომელიც კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებს ეფუძნება და შემუშავდა მწვანე ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტირებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნის მიზნით.
მოხსენების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up