საქართველოში პრასის იმპორტი 115%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 15.31 ტონა ახალი ან გაცივებული პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 16.05 ათასი დოლარი შეადგინა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში 6.62 ათასი დოლარის ღირებულების 7.11 ტონა პრასი შემოვიდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით 2022 წლის 11 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული პრასის 92%-ი ნიდერლანდებზე მოდის. ირკვევა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში პრასის იმპორტი სულ სამი ქვეყნიდან განხორციელდა.
ნიდერლანდები: 14.11 ტონა - 15.66 ათასი დოლარი.
თურქეთი: 0.80 ტონა - 0.05 ათასი დოლარი.
რუსეთი: 0.40 ტონა - 0.34 დოლარი.