საქართველოში ქატოს იმპორტი იზრდება

საქართველოში ქატოს იმპორტი იზრდება

access_time2021-12-05 12:34:11

რამდენიმე წისქვილკომბინატების დახურვის პარალელურად, ქვეყანაში ქატოს იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში 1,561 ტონა (219.2 ათასი ლარი) ქატოს იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 703.2 ტონა (95.9 ათასი ლარი).

ამასთან, გაზრდილია ქატოს იმპორტის თვიური მაჩვენებელიც. კერძოდ, თუ 2021 წლის ოქტომბერში - 1,561 ტონა პროდუქტი შემოვიდა, სექტემბერში - 870 ტონა იყო, ხოლო აგვისტოში - 542.3 ტონა.

დავინტერესდით, საიდან ხორციელდება ქატოს იმპორტი. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, წელს (10 თვის განმავლობაში) საქართველომ პროდუქტი მხოლოდ ორი ქვეყნიდან, აზერბაიჯანიდან (7 166 ტონა) და რუსეთიდან (67.7 ტონა) შემოიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 10-მდე წისქვილკომბინატი უკვე დაიხურა. როგორც ხორბლის და ფქვილის მწარმობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განაცხადა, ხორბლის გაძვირების ფონზე, რუსული ფქვილი შემოვიდა, რომელიც გაცილებით იაფია. შესაბამისად, წისქვილები კონკურენციას ვერ უძლებენ.

„უკვე დაიხურა რამდენიმე წისქვილკომბინატი, მათ შორის, ბათუმში - „ოქროყანა“, კიდევ ორი გაჩერდა ბათუმში, გორში გაჩერდა „ქართული ხორბალი“, წნორში გაჩერდა ერთი, ასევე კახეთში რამდენიმე. ჯამში, დაახლოებთ, 10-მდე ობიექტზეა საუბარი. დანარჩენებმა შეამცირეს სიმძლავრეები, იმიტომ, რომ რუსული ფქვილი შემოვიდა და კონკურენციას ვერ უძლებენ. თუმცა, აქ კონკურენცია კი არა, არათანაბარი პირობებია, ხორბალთან და ფქვილთან მიმართებით.


ხორბლის გადამუშავება ჩვენთან ღირებულებათა მთელ ჯაჭვს ქმნის - დასაქმება, ქატოს გადამუშავება (თუ წისქვილკომბინატი გაჩერდა, ქატოს იმპორტიც უნდა განხორციელდეს), ამასთან, ადგილობრივი ხორბალს, რომელიც პროგრამებით ფინანსდება, წისქვილკომბინატი თუ გაჩერდა, თავისთავად ვერც ამ ხორბალს იყიდის. პლუს ამას, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ჩნდება. იმიტომ, რომ ხორბლის შემთხვევაში ჩვენ 2-თვიანი მარაგებით ვმუშაობთ, ფქვილზე - არა. თუ კონიუქტურა კიდევ უფრო დაიძაბა, შესაძლოა, ხორბლის და ფქვილის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას“,- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

წყარო: "ბიზნესპრენიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up